"სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია შავ ბა­ზარ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს"

"სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია შავ ბა­ზარ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს"

ახ­ლა­ხან ამოქ­მედ­და კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი, რომ­ლებ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლად ყი­დუ­ლობ­და, რე­ცეპ­ტის გა­რე­შე აღარ გა­ი­ყი­დე­ბა იმ მო­ტი­ვით, რომ ამ წამ­ლებს ხში­რად ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბად იყე­ნებ­დნენ. კო­დე­ი­ნის, ეფედ­რი­ნის შემ­ცველი და სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ცე­მა­ზე კონ­ტრო­ლი მკაც­რდე­ბა. იქ­ნე­ბა თუ არა ეს ნა­ბი­ჯი ეფექ­ტუ­რი სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და ხომ არ შე­უწყ­ობს ხელს ე.წ. შა­ვი ბაზ­რის გა­ჩე­ნას? ამ სა­კითხ­ზე ჯან­დაც­ვის კონ­სულ­ტან­ტი, ექ­სპერ­ტი თი­ნა ტურ­ძი­ლა­ძე და ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე გა­მო­ხა­ტა­ვენ თვალ­საზ­რისს.

თი­ნა ტურ­ძი­ლა­ძე: ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა წამ­ლე­ბის გა­ცე­მის რე­ჟი­მის შეც­ვლით და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბით რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ რე­გუ­ლი­რე­ბულ ბაზ­რებ­ზე, სა­დაც წამ­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა იდე­ა­ლუ­რად აქვთ აწყ­ო­ბი­ლი, ეს პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბო­დათ... მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, პრობ­ლე­მა მათ­თვი­საც უაღ­რე­სად აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. ნა­ბი­ჯე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ცეპ­ტის სის­ტე­მუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის და სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გარ­დამ­ტე­ხი ბრძო­ლის სა­ხე­ლით აპი­ა­რებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ერ­თი მხრივ, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტის ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლი­ა, რო­მე­ლიც ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის მთე­ლი სა­სი­ცოცხ­ლო ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს, - კერ­ძოდ, წამ­ლის ბა­ზარ­ზე დაშ­ვე­ბამ­დე უნ­და დად­გინ­დეს წამ­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა, ეფექ­ტუ­რო­ბა, სტან­დარ­ტთან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და რე­ცეპ­ტით გა­ცე­მის რე­ჟი­მი, შემ­დგომ უკ­ვე მარ­კე­ტინ­გის პრო­ცეს­ში ხდე­ბა ამ პა­რა­მეტ­რე­ბის გა­და­ხედ­ვა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მე­ო­რე მხრივ კი - წამ­ლე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის გამ­კაც­რე­ბა­. ცო­ტა უფ­რო სხვაა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა, იგი გუ­ლის­ხმობს რო­გორც წამ­ლე­ბის რეკ­რე­ა­ცი­ულ მოხ­მა­რე­ბას, ისე სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ზრდას. ხან­გრძლი­ვი თე­რა­პი­ის დროს არსებობს პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბი­სად­მი შემ­გუ­ებ­ლო­ბის, (შე­სა­ბა­მი­სად, დო­ზე­ბის ზრდის, ტკი­ვი­ლი­სად­მი მა­ღა­ლი მგრძნობელობის და ნარ­კო­მა­ნი­ის). არას­წო­რი სტრა­ტე­გი­ა­ა, თუ ასეთ ომ­ში ფრონ­ტის ხა­ზი მხო­ლოდ აფ­თი­აქ­ზე გა­ივ­ლის, ფარ­მა­ცევ­ტის რო­ლი მხო­ლოდ თავ­დაც­ვა იქ­ნე­ბა; მო­ზარ­დის ტვინს ხში­რად ამ­სგავ­სე­ბენ ავ­ტო­მო­ბილს, სა­დაც უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ზის ამაჩ­ქა­რე­ბელს აქვს, მუხ­რუ­ჭი კი სუს­ტი­ა... ამის შე­კა­ვე­ბა და კო­რექ­ცია მხო­ლოდ რე­ცეპ­ტით არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი!

ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე: ბო­ლო­ხანს, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და კლი­ნი­კებ­ში ვიზიტები ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე შე­დე­გის გა­მო; ასე რომ, გარ­კვე­უ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მი ამ ნა­ბიჯ­ში არის, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა იმ კა­ტე­გო­რი­ას, ვინც შა­ბათ­-კვი­რას მო­იხ­მარ­და ნარ­კო­ტიკს, ასე­ვე თი­ნე­ი­ჯე­რებს, მათ­თვის ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მათ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ და "წამ­ლის" შოვ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის ძებ­ნას და­იწყ­ე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, წამ­ლის გა­სა­ღე­ბის ახა­ლი კე­რე­ბი, ერ­თგვა­რი შა­ვი ბა­ზა­რი გაჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ სად აფ­თი­ა­ქებ­ში თუ სად­მე სხვა­გან, ამის თქმა რთუ­ლი­ა, გაჩ­ნდე­ბა ისე­თი აფ­თი­ა­ქე­ბიც, სა­დაც ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მა­ინც გა­ი­ყი­დე­ბა; ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ა, რო­ცა რე­ცეპ­ტის გა­ცე­მა აფ­თი­აქ­ში­ვე და­იწყ­ეს, რა რე­ცეპ­ტი უნ­და გა­მო­უ­წე­როს აფ­თი­აქ­ში მყოფ­მა ექიმ­მა პა­ცი­ენტს ხუთ წუთ­ში? ბევ­რმა მითხ­რა, იქ­ვე, აფ­თი­აქ­ში ვა­წე­რი­ნებ რე­ცეპტს და უბ­რა­ლოდ, მე­ტის გა­დახ­და მი­წევ­სო! ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს, რომ­ლებ­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა ტი­პის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფომ სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზოს, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა ­Aიმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა დე­ტოქ­სი­კა­ცი­ი­სა და პირ­ვე­ლა­დი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა არ იგეგ­მე­ბა. ამ პროგ­რა­მით სა­ხელ­მწი­ფო თვე­ში მხო­ლოდ 23 ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლის მკურ­ნა­ლო­ბას აფი­ნან­სებს, რაც ძალ­ზე ცო­ტა­ა, ეს პო­ლი­ტი­კა უნ­და გა­და­ი­ხე­დოს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ნარ­კო­ტიკს შავ ბა­ზარ­ზე აღარ და­უწყ­ონ ძებ­ნა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია