ნუცუბიძეზე გოგოს გამო 17 წლის ბიჭის გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია

ნუცუბიძეზე გოგოს გამო 17 წლის ბიჭის გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია

სამართალდამცველებმა 24 იანვარს, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული თენგიზ გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 24 იანვარს თბილისში, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში, 171-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1997 წელს დაბადებული მიხეილ ჟ. მუცლის არეში, 1997 წელს დაბადებულ ნიკოლოზ კ. მარჯვენა ბარძაყში და 1997 წელს დაბადებული მიხეილ ტ. გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები გადაიყვანეს ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის "ემერჯენსი"-ს განყოფილებაში, სადაც მიხეილ ტ. მძიმე ჭრილობისგან მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მიხეილ ჟ.-სა და ნიკოლოზ კ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).

ასევე იხილეთ | მკვლელობა ნუცუბიძეზე: გოგოსთან დაკავშირებით მომხდარ შელაპარაკებას 17 წლის ბიჭი შეეწირა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ