6 თებერვლამდე საქართველოში კვლავ ძლიერი ყინვები შენარჩუნდება - ამინდის ვრცელი პროგნოზი

6 თებერვლამდე საქართველოში კვლავ ძლიერი ყინვები შენარჩუნდება - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველოში ყინვები 10 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თბილისში წუხელ 14 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ამაღამაც იგივე ტემპერატურაა მოსალოდნელი, ანუ -14 გრადუსი. დღის ტემპერატურა დღესაც ნულ გრადუსზე დაბალი იქნება, თუმცა ხვალიდან დღისით თბილიში ჰაერის ტემპერატურა +2;+3 გრადუსამდე მოიმატებს. აღნიშნულის მიუხედავად, 10 თებერვლის ჩათვლით თბილისში ღამით კვლავ ყინვები შენარჩუნდება.

10 თებერვლის ჩათვლით, ასევე ღამით ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ბარში -20-15 გრადუსამდე.

ამასთან, სინოპტიკოსების მონაცემებით, მარნეულში გასულ ღამით -18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. -12-15 გრადუსი ყინვა იქნება ღამით კახეთში და ქვემო ქართლშიც; მთაში -20 გრადუსი; მაღალმთაში კი -23-28 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ბარში -5;0. ხოლო მაღალმთაში -9;-4 იქნება.

6 თებერვლის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში ყინვები შესუსტდება. თბილისში ღამით ყინვა -7-8; ბარში -15 გრადუსამდე შესუსტდება.

დასავლეთ საქართველოში კი, შედარებით დაბალი ყინვები იქნება, სანაპირო ზოლში კი ღამითაც ტემპერატურა ნულ გრადუსზე მეტი იქნება. ბათუმში ღამით +2;+3 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამაღამ და ხვალ -2;-8 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით +2;+7გრადუსი დაფიქსირდება. მთაში საშუალოდ ღამით -13 ხოლო მაღალმთაში -18 გრადუსი დაფიქსირდება. ამასთან, მთაში დღისით -5;0, ხოლო მაღალმთაში -7;-2 გრადუსი იქნება.

ასევე, დასავლეთ საქართველოში დღეს, დღის ბოლომდე დასვლეთის ძლიერი ქარი ჩადგება, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს შეადგენს.

იხილეთ ამინდის პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია