"მე ბატონი გოგა ვარ, შენი დედას შ…." - მაღალჩინოსნის ხულიგნობა

"მე ბატონი გოგა ვარ, შენი დედას შ…." - მაღალჩინოსნის ხულიგნობა

"მე ბატონი გოგა ვარ... ფეხები არავინ მომჭამოს… ქალის უკან ამოფარებული ხარ… გაიკითხე ჩემი სახელი… შენი დედას შ…." - ამბობს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი გოგა (გიორგი) ბერძენიშვილი ვიდეოში, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს ვიდეოთვალმა 2014 წლის 30 იანვარს დააფიქსირა. სწორედ ამ დღეს უნდა განეხილა სასამართლოს, ბერძენიშვილისა და მისი მოადგილის, ნიკოლოზ ფიჩხაიას ავტოსაგზაო შემთხვევის საქმე.

ბრალდების მიხედვით, რესტორან "ნაჭარმაგევიდან" გამოსულ ნიკოლოზ ფიჩხაიას, რომელსაც თან გიორგი ბერძენიშვილი ახლდა, ავტომანქანა შეეჯახა და მსუბუქად დაშავდა. საქმეზე გიორგი ბერძენიშვილი მთავარი მოწმეა. ავტომანქანას კი 17 წლის ახალგაზრდა მართავდა.

ვიდეოფირზე ჩანს, რომ პროცესის დაწყებამდე გიორგი ბერძენიშვილი და ნიკოლოზ ფიჩხაია ცდილობენ, 17 წლის ბრალდებული, მისი ბიძა და ბებია ცალკე გაიყვანონ "დასალაპარაკებლად". ბრალდებულის ადვოკატი ნონა კირთაძე მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა. მან ბერძენიშვილს მოუწოდა, შეეწყვიტა მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე ზეწოლა. იმ მომენტში, როდესაც ჯერ სასამართლო გადაწყვეტილება არაა გამოტანილი და არ არის დადგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ბრალეულობა, მხარეები თანხის გადაცემაზე საუბრობენ. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დაზარალებულ მაღალჩინოსნებს მკურნალობის თანხა უკვე გადასცეს, რასაც მეორე მხარე უარყოფს. ადვოკატის მიერ უკვე გადაცემული თანხის შეხსენება, ბერძენიშვილის გაღიზიანებას იწვევს. ამის შემდეგ კამათი ადვოკატსა და ბერძენიშვილს შორის გრძელდება, მაღალჩინოსანმა კირთაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გინებას დაუწყო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ