სოჭის ოლიმპიადაზე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ

სოჭის ოლიმპიადაზე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ

სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენს, 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადის დროს დაღუპულ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გავიხსენებთ ნოდარ ქუმარიტაშვილს და ეს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად მოხდება", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტომას ბახის თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთანაც.

21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143,3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა, რის შედეგაც ქართველი სპორტსმენი ციგიდან გადმოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ნოდარ ქუმარიტაშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია