საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციას მართავს.
"მოქალაქე ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ინდივიდს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა, არა მარტო მათზე, ვისთანაც ცხოვრობს ან ვინც უყვარს, არამედ ყველა თანამოქალაქეზე, ვისაც საერთოდ არ იცნობს ან სულაც არ მოსწონს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაციის პრეზენტაციის დაწყებისას.
მისივე განმარტებით, მისი ოცნება იყო ყოფილიყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქე.
"ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების აღსრულებისთვის მომიწია პოლიტიკაში მოკლე დროით მოსვლა და ამასვე ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკად წასვლაც – ამ სიტყვებით მოგმართეთ ორიოდე თვის წინ, როცა პოლიტიკად წავედი და ამავე დროს მიგანიშნეთ ჩემს მომავალ საქმიანობაზე. დიახ, თავისუფალი მოქალაქეობა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერებაცაა და ყველაზე დიდი ტვირთიც. ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია "მოქალაქე", - აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა.
ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.
პრეზენტაციას მედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ესწრება.