ივანიშვილი: კბილაშვილს საოცრად ევროპულად მოწყობილი ოფისი აქვს

ივანიშვილი: კბილაშვილს საოცრად ევროპულად მოწყობილი ოფისი აქვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ ახლად დაფუძნებულ ორგანიზაცია "ევროპულ არჩევანთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

როგორც ივანიშვილმა "მოქალაქის" პრეზენტაციაზე განაცხადა, მომავალში ზოგიერთ ენჯეოსთან ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბება გამორიცხული არ არის.

"მომავალში თუ დავინახავ, რომ ახალდაფუძნებული ენეჯეოები მიმართული იქნებიან იმისკენ, რომ ჩვენ ქვეყანას დაეხმარონ ევროპის სივრცეში დაბრუნებაში და დაიცავენ სტანდარტებს, ჩვენ შეიძლება ერთ ორგანიზაციად ჩამოვყალიბდეთ. ამის მსგავსი ერთ-ერთი ორგანიზაცია უკვე დაფუძნებულია, ის დააფუძნა არჩილ კბილაშვილმა - ის გახლავთ პროფესიონალი იურისტი და ორგანიზაციის სახელწოდებაც ძალიან საინტერესოა - "ევროპული არჩევანი" და სწორედ სამართლის მიმართულებით დაეხმარება ის საზოგადოებას სხვადასხვა პროექტების დამუშავებაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, არჩილ კბილაშვილს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს.

"მე გახლდით მასთან და აქვს საოცრად ევროპულად მოწყობილი ოფისი. ჰყავს საოცარი პარტნიორები, მათ აქვთ პატიოსანი შრომით მიღებული ღირსეული შემოსავალი და აქვთ პასუხისმგებლობის დიდი განცდა, რომ დაეხმარონ ქვეყანას ევროპისკენ სვლის დაჩქარებაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა