"ფონდი ქართუ" რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას დააფინანსებს

"ფონდი ქართუ" რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას დააფინანსებს

რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას "ფონდი ქართუ" დააფინანსებს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსება იქნება სიმბოლური, არაუმეტეს 50 000 ლარისა.

"ჩემ შემთხვევაში სურვილი იქნება, რომ დასაქმებულიდან შეიქმნას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით. თუმცა, მთავარი შემოსავლის წყარო მათი უნდა იყოს მათი პროფესია. სიმბოლური დაფინანსება იქნება 50 000 ლარამდე და არა მეტი. უნდა შეიქმნას მსგავსი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც იმ სხვადასხვა მიმართულებას განავითარებს, რომელსაც ჩვენ ვერ შევძლებთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არასამთავრობოები დაიცავენ სტანდარტებს და ქვეყანას დაეხმარება ევროპულ სივრცეში დაბრუნებისკენ, ჩვენ შეიძლება ერთ ორგანიზაციადაც ჩამოვყალიბდეთ", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ დასაფინანსებლად გამოცხადდება კონკურსი, რის შესახებაც საზოგადოება გაიგებს.

მისივე თქმით, "მოქალაქე" ითანამშრომლებს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც აქვს შესატყვისი კვალიფიციური ეთიკა, მაღალი ევროპული სტანდარტები და ხელს უწყობს ქვეყნის ევროპული სივრცისკენ სვლას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა