ბიძინა ივანიშვილი - არ ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა

ბიძინა ივანიშვილი - არ ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა

არ ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქე" პრეზენტაციაზე განაცხადა. ამით ივანიშვილი ბიუჯეტის გარღვევაზე კითხვას გამოეხმაურა.

"რაც შეეხება ბიუჯეტს და გარღვევას, პროცენტების ვარდნას და რასაც "ნაციონალური მოძრაობა" გაჰკივის თავისი დღე და მოსწრება, ყველაფერი მოხდა აბსოლუტურად ჯანსაღად. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ბიუჯეტის შევსება ნაწილობრივ საპროცესო გარიგებებით. ვიცით, როგორ აწიოკებდნენ მთელ მოსახლეობას, როგორ ართმევდნენ ქონებას. ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინ. ჩვენ მსგავსი არ გვიკადრებია.

კრიტიკაზე თუ გაინტერესებთ, ღარიბაშვილს გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ გამოიყენა არასწორად ტერმინი, თითქოს ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. არ ვეთანხმები, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ მოვედით და დავიწყეთ გაჯანსაღება. იმ პროცესით, როგორითაც "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტს ავსებდა და როგორც მართავდნენ ეკონომიკას, ის რესურსები მათაც ამოწურული ჰქონდათ. ბიზნესი პრაქტიკულად გამოწურული იყო. ხე რომ წვეროთი დავრგოთ მიწაში, დაახლოებით ეს ხდებოდა ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ გადმოვაბრუნეთ ეს ხე, ფესვები გავუჯანსაღეთ და დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს. ისე ეკონომიკა კი ვერ გაიზრდებოდა და კოლაფსს მიიღებდნენ", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა