ბიძინა ივანიშვილი - მხოლოდ იუმორი გვიშველის

ბიძინა ივანიშვილი - მხოლოდ იუმორი გვიშველის

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ურჩევს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განცხადებებს იუმორით შეხედონ. როგორც ივანიშვილმა "მოქალაქის" პრეზენტაციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ნათელაშვილის გზას ადგას.

"რამდენი პირიც არ უნდა დააკავოს და დასაჯოს პროკურატურამ და სასამართლომ, საზოგადოებაში უკმარისობის განცდა მაინც დარჩება და აგიხსნით რატომ. ახლა, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვეღარ ახერხებს, ის მენტალურ ძალადობაზე გადავიდა - ძალადობა უტიფრობაში გადაიზარდა. ნახეთ, როგორი ტერმინებით გვესაუბრებიან, როგორ გვიკითხავენ მორალს და ჩვენ გვდებენ ბრალს იმაში, რასაც თვითონ აკეთებენ. საზოგადოებას ეგონა, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიდნენ, ნაცვლად ამისა, იქედან მივიღეთ ირონიული ღიმილი და უკაცრავად და, ენას გვიყოფენ, ისევ შეურაცხყოფას გვაყენებენ. შესაბამისად, საზოგადოებაში ეს აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა. მინდა მივცე რჩევა ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იუმორი გვიშველის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა გადაკეთება არ მოხდება.

"არ მოხდება მათი გადაკეთება, მათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ვიხმაროთ ჩვენი ბრძნული იუმორი. ესენი მიდიან იმ გზით, როგორითაც დადის მათი საკუთრება ნათელაშვილი და მას იყენებენ როცა დასჭირდებათ, როგორც ინსტრუმენტს. ახლაც ააქტიურებენ - ნათელაშვილი დარბის და სადაც გაფუჭებულს ნახავს, იმ წუთში ივანიშვილს ახსენებს. "ნაციონალებმა" იციან, რომ რუტინულად ეს ჯდება, ერთხელ იტყვი ივანიშვილი ცუდია, მეორედ იტყვი და ჰგონიათ, ეს იმუშავებს. ჩვენ მივიღებთ რამდენიმე ნათელაშვილს და უკვე გვყავს კიდეც, ოღონდ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ – ნათელაშვილს უკვე სერიოზულად აღარ იღებენ და იუმორით უდგებიან", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა