ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალი New York თბილისში რიგითი ქართველი გოგონების ჩაცმულობით დაინტერესდა. სტატიას სათაურით: "საერთაშორისო ქუჩის სტილი: თბილისი" თან ერთვის ფოტოგალერეაც.
"ფაქტია, მაქმანებიან საყელოებს, ნაკეცებიან ქვედაბოლოებს, აბრეშუმის მაისურებსა და დიდი ზომის სათვალეებს, რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა შენიშნა, დახვეწილ სტილს ვერ ვუწოდებთ. თუმცა, ქალური შარმით ნუ მოტყუვდებით - ქართველ ქალებს არ აწუხებთ ქალაქის გარშემო მოტოციკლით მგზავრობა, როდესაც მოკლე შავი კაბა აცვიათ", - მსგავსი ტექსტი ერთვის სტატიას.
პეპლიტა, მოდის დიზაინერი

ნინო, სტუდენტი

ქრისტი, ფსიქოლოგი

სოფი, ინტერიერის დიზაინერი

თამარი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი

მომზადებულია New York Magazine-ს მიხედვით.