"გავ­გიჟ­დე­ბი და ხატ­ვას და­ვიწყებ" ანუ ფრთხი­ლად, აქ ჯი­ბის ქურ­დე­ბი არი­ან

"გავ­გიჟ­დე­ბი და ხატ­ვას და­ვიწყებ" ანუ ფრთხი­ლად, აქ ჯი­ბის ქურ­დე­ბი არი­ან

ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი იური მე­ჩი­თო­ვი თა­ვი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა თუ იმ ქვეყ­ნის ნახ­ვა მის­თ­ვის დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, აღ­ნიშ­ნავს, რომ სად­მე გამ­გ­ზავ­რე­ბა მას­ში ყო­ველ­თ­ვის სევ­და­სა და ნოს­ტალ­გი­ას აღ­ძ­რავს. სულ ცო­ტა ხნის წინ, ბა­ტონ­მა იურიმ ახა­ლი წიგ­ნი გა­მოს­ცა, რო­მე­ლიც მის უფ­როს მე­გო­ბარს - სერ­გო ფა­რა­ჯა­ნოვს მი­უძღ­ვ­ნა.

სტამ­ბო­ლი და წიგ­ნი ფა­რა­ჯა­ნოვ­ზე

- 2013 წე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის­თ­ვის "ღა­რი­ბი" აღ­მოჩ­ნ­და, მაგ­რამ წლის ბო­ლოს მა­ინც "მო­ვიქ­ნიე კუ­დი" და ვილ­ნი­უს­ში გავ­ვარ­დი, მე­რე - უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ისე­თი ად­გი­ლე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლე, მა­ნამ­დე რომ არ ვი­ყა­ვი ნამ­ყო­ფი, - პოლ­ტა­ვის ოლ­ქ­ში. არე­უ­ლო­ბის დაწყე­ბამ­დე კი­ევ­შიც ვი­ყა­ვი. სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, 2-3 დღით სომ­ხეთ­შიც გახ­ლ­დით, გა­მო­ფე­ნა მო­აწყ­ვეს. ახა­ლი წე­ლი კი სტამ­ბოლ­ში წას­ვ­ლით და­ვაგ­ვირ­გ­ვი­ნე. 20 იან­ვარს, წე­სით, ლონ­დონ­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ზის აღე­ბა დი­დი პრობ­ლე­მაა, ევ­რო­ვი­ზა ბრი­ტა­ნე­თის ვი­ზას­თან შე­და­რე­ბით არა­ფე­რია... ჩე­მი ბო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა სტამ­ბოლს უკავ­შირ­დე­ბა. იქ ერ­თი კარ­გი სტამ­ბაა (კარ­გი სტამ­ბე­ბი აქა­ცაა, მაგ­რამ...). გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი წიგ­ნი იქ და­მე­ბეჭ­და, თა­ნაც სტამ­ბო­ლი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქია და ვი­ფიქ­რე, კი­დევ ერ­თხელ ვნა­ხავ-მეთ­ქი. რა­ტომ­ღაც, ძველ თბი­ლისს მა­გო­ნებს, რო­მე­ლიც უკ­ვე დავ­კარ­გეთ, წარ­სულ­ში დარ­ჩა და სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ისე­თი აღარ არის, რო­გო­რიც ოდეს­ღაც იყო. სტამ­ბოლ­ში ცუ­დი რა­ი­ო­ნე­ბი­ცაა, სა­დაც შეს­ვ­ლა არ ღირს, მაგ­რამ ზო­გა­დად, ხალ­ხი სხვა­ნა­ი­რია, მო­ღი­მა­რი... ძნე­ლი წლე­ბი თურ­ქებ­საც ჰქონ­დათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შარ­შა­ნაც ცუ­დი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და სტამ­ბოლ­ში. მოკ­ლედ, სულ ოთხ­დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა მქონ­და, მაგ­რამ შე­დე­გად, ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ვუშ­ვი, ჩემს უფ­როს მე­გო­ბარ­ზე - სერ­გო ფა­რა­ჯა­ნოვ­ზე, რო­მელ­საც წელს 90 წე­ლი შე­უს­რულ­დე­ბო­და. წიგ­ნი სა­მე­ნო­ვა­ნია, მას­ში ბევ­რი ფო­ტოა ჩე­მი დი­დი წიგ­ნი­და­ნაც და ის, რაც 11-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს გა­და­მი­ღია... ახ­ლა მე­ო­რე წიგ­ნ­საც ვუშ­ვებ, ჯერ მხო­ლოდ ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რია და­ბეჭ­დი­ლი, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტია, - ჩე­მი 37-წლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბაა "შე­კუმ­შუ­ლი", 226 სუ­რა­თია და ყვე­ლა მათ­განს თა­ვი­სი ის­ტო­რია და დატ­ვირ­თ­ვა აქვს. არის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­ჯე­რა­დია. მა­გა­ლი­თად, რო­ცა გო­გო­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უღე­ბენ და არის ფო­ტო­ე­ბი, რო­ცა მათ­ში მთე­ლი ამ­ბა­ვი დევს, მა­რა­დი­უ­ლო­ბაა და თუ ლი­ტე­რა­ტო­რი ხარ, შე­იძ­ლე­ბა, მოთხ­რო­ბაც კი და­წე­რო. სხვა­თა შო­რის, პირ­ველ ფო­ტო­სუ­რათს ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დ­ნენ.

- ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლის გარ­და, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში გი­მოგ­ზა­უ­რი­ათ?

- საფ­რან­გეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ლატ­ვი­ა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. ყო­ველ­თ­ვის ვი­ღებ რა­ღა­ცას, მა­გა­რი სუ­რა­თე­ბი გროვ­დე­ბა ხოლ­მე და სულ ვფიქ­რობ, ალ­ბო­მი ხომ არ გა­ვა­კე­თო, სა­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბის სუ­რა­თებს გა­ვა­ერ­თი­ა­ნებ, ოღონდ ესეც პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უნ­და იყოს, სხვა­ნა­ი­რად არ ღირს. სულ ხომ იღებ და იღებ, მაგ­რამ მე­რე ყვე­ლა ფო­ტო ძა­ლი­ან მკაცრ კონ­ტ­როლს გა­დის და ალ­ბათ სა­უ­კე­თე­სო 10 რჩე­ბა ხოლ­მე. კარ­გია, რო­ცა ადა­მი­ანს მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს. ზოგ­ჯერ მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ზოგ­ჯერ ჩე­მი ხარ­ჯით მივ­დი­ვარ და სულ იმ ხალ­ხ­ზე ვფიქ­რობ, ვი­საც წას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. მოგ­ზა­უ­რო­ბა დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, უკე­თე­სად ადა­რებ ერ­თ­მა­ნეთს რა­ღა­ცებს, შე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უფ­რო ფა­სობს მა­შინ, რო­ცა იცი, სხვე­ბი რო­გორ ცხოვ­რო­ბენ. თუმ­ცა ყო­ვე­ლი წას­ვ­ლა სევ­დი­ა­ნია, ჯერ ერ­თი იმი­ტომ, რომ გინ­და, ის ყვე­ლა­ფე­რი შენ­მა ახ­ლობ­ლებ­მაც ნა­ხონ და რად­გან ისი­ნი ვერ მი­დი­ან, ეს მო­მენ­ტი გა­წუ­ხებს, მე­ო­რეც, - ყო­ველ­თ­ვის ვით­ვ­ლი დღე­ებს, რო­დის დავ­ბ­რუნ­დე­ბი. დიდ­ხანს ვერ­სად ვძლებ. შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტო­მაა კარ­გი წას­ვ­ლა, რომ დაბ­რუ­ნე­ბა გი­ხა­რია (ი­ცი­ნის). ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობ, რომ ვერც ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვერ ვიცხოვ­რებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც ჩვენ გვინ­და, ცდი­ლობ, შე­ნი საქ­მით აგუ­რი აგურ­ზე და­დო და რა­ღაც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო. სხვა­გან სხვე­ბი მი­ხე­და­ვენ, ჩვენ ჩვენს მი­სა­ხედ­ზე ვიზ­რუ­ნოთ.

- საფ­რან­გე­თი ყვე­ლას­თ­ვის პა­რიზ­თან და ეიფელ­თან ასო­ცირ­დე­ბა. თქვენ­ზე რამ მო­ახ­დი­ნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

- საფ­რან­გე­თი ჩემ­თ­ვი­საც მხო­ლოდ პა­რი­ზია. მხო­ლოდ შარ­შან­წინ მო­ვა­ხერ­ხე წას­ვ­ლა და ლე­ვი­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე ვი­ყა­ვი, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ საფ­რან­გე­თი არ მი­ნა­ხავს. სა­ნამ ად­გილს ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლად არ ავით­ვი­სებ, არ ით­ვ­ლე­ბა, რომ იქ ვი­ყა­ვი. სად­მე რომ გა­მიშ­ვათ და აპა­რა­ტი არ მომ­ცეთ, გავ­გიჟ­დე­ბი და ხატ­ვას და­ვიწყებ (ი­ცი­ნის). ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნია. ლუვ­რ­ში ყვე­ლა "ჯო­კონ­დას" იღებს, ყვე­ლა იქ გროვ­დე­ბა და ორი დი­დი პლა­კა­ტი მო­მე­წო­ნა, სა­დაც წე­რია - "ფრთხი­ლად, აქ ჯი­ბის ქურ­დე­ბი არი­ან". ანუ სა­ნამ შენ "ჯო­კონ­დას" გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ღი­მი­ლის გა­და­ღე­ბას აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ცდი­ლობ, შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე მო­გე­პა­როს კი­დეც (ი­ცი­ნის). პა­რიზ­ში ცნო­ბი­ლი ლუვ­რის გარ­და, ორ­სეს მუ­ზე­უ­მია, სა­დაც ფო­ტო­გა­და­ღე­ბა აკ­რ­ძა­ლუ­ლია. იქა­უ­რი ნივ­თე­ბი ისე ლა­მა­ზა­დაა გა­ნა­თე­ბუ­ლი, შე­ნი კო­მერ­ცი­ის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო, ღია ბა­რა­თე­ბის კრე­ბუ­ლი შექ­მ­ნა, გა­ყი­დო ან სხვა რამ, და რო­გორც ჩანს, შეზღუდ­ვე­ბი ამის გა­მოა. ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი, ხე­ლით შე­იგ­რ­ძ­ნოს ესა თუ ის ნივ­თი. ბრი­ტა­ნე­თის ცნო­ბილ მუ­ზე­უმ­ში ერ­თი დარ­ბა­ზია, სა­დაც ძვე­ლის­ძ­ვე­ლი ნივ­თე­ბია, მა­გა­ლი­თად: ძვლე­ბი, ქვე­ბი, ნი­ჟა­რე­ბი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­ულ ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს და შე­გიძ­ლია, ხე­ლით შე­ე­ხო, არა­ვინ გე­უბ­ნე­ბა - პლე­ა­სე, დონ"ტ ტო­უცჰ (გთხოვთ, ხე­ლი არ ახ­ლოთ).

- თქვენ თუ გა­და­გი­ღი­ათ აკ­რ­ძა­ლულ ად­გი­ლებ­ში?

- ერ­თხელ გა­და­ვი­ღე - 1982 წელს, სა­სა­მარ­თ­ლო­ზე. ეს ფო­ტო სერ­გო ფა­რა­ჯა­ნოვ­ზე გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში­ცაა შე­სუ­ლი. ვთვლი, რომ მა­ინც უნ­და გა­და­ი­ღო, ეს შე­ნი თვა­ლია, შე­ნი გაგ­რ­ძე­ლე­ბაა. თუ პო­ე­ტი ვარ, ვინ შე­მიშ­ლის ხელს, დავ­წე­რო?.. ესეც ასე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბაა სამ­ყა­როს­თან. შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი რამ აღ­ბეჭ­დო, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცას არ უნ­და, რომ გა­და­ღე­ბუ­ლი იყოს.

- რი­სი გა­და­ღე­ბაა თქვენ­თ­ვის მე­ტად სა­სურ­ვე­ლი?

- უფ­რო ადა­მი­ა­ნის და გა­რე­მო­სი. რო­გორც ფო­ტოგ­რაფს, ბუ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად მა­ღელ­ვებს, დი­დი იშ­ვი­ა­თო­ბა უნ­და იყოს, რომ მი­სი გა­და­ღე­ბა მო­მინ­დეს. ფო­ტო შთამ­ბეჭ­და­ვი უნ­და იყოს მის­თ­ვის, ვინც ნა­ხავს. რო­გორც რო­მა­ნი, ისეა: რა­ღა­ცას უნ­და ეხე­ბო­დეს, რა­ღაც ჩარ­ჩო­ში უნ­და ჩას­ვა, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი გან­წყო­ბით შეხ­ვი­დე იმ სამ­ყა­რო­ში.

- რო­მე­ლია გა­და­სა­ღე­ბად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი?

- ნი­ა­გა­რა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­მიც­დია, იყო 1976 წელს, რო­დე­საც ხევ­სუ­რეთს ვეს­ტუმ­რე. ერ­თი ად­გი­ლია, სა­დაც აკ­ლ­და­მე­ბია და ხალ­ხის ძვლე­ბი ახ­ლაც ჩანს. შა­ვი ჭი­რი ყო­ფი­ლა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და რო­გორც კი ადა­მი­ა­ნი იგ­რ­ძ­ნობ­და, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო, იქ თა­ვი­სი ფე­ხით მი­დი­ო­და, ვინ­მეს ნეშტს ჩა­მო­აგ­დებ­და, იმ აკ­ლ­და­მა­ში წვე­ბო­და და ელო­დე­ბო­და, ცხოვ­რე­ბას რო­დის და­ას­რუ­ლებ­და. აკ­ვა­ნიც და­ვი­ნა­ხე. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ვნა­ხე და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ფიქ­რე­ბი წარ­მო­ვიდ­გი­ნე, გავ­გიჟ­დი. ეს ჩემ­თ­ვის წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ საკ­მა­ოდ პრი­მი­ტი­უ­ლი ტექ­ნი­კა მქონ­და, მო­ვა­ხერ­ხე, აპა­რა­ტი შევ­ყა­ვი და გა­და­ვი­ღე. სხვა­თა შო­რის, რო­დის რა ტექ­ნი­კა მქონ­და, იმის მი­ხედ­ვით მახ­სენ­დე­ბა, რა და რო­დის გა­და­ვი­ღე. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი იაპო­ნუ­რი აპა­რა­ტი 1983 წელს შე­ვი­ძი­ნე. იქი­დან იწყე­ბა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი (ი­ცი­ნის).

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა კუთხე­ებ­ზე რას იტყ­ვით?

- სვა­ნე­თია ჩემ­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი. იქ ოთხ­ჯერ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ოთხი­ვე­ჯერ - ზაფხულ­ში, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლია და ის კოშ­კე­ბი, ბუ­ნე­ბის სიმ­კაც­რე ზაფხულ­ში არ ჩანს. ფო­ტოგ­რა­ფი იქ ამ დროს არ უნ­და წა­ვი­დეს. გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა და ად­რინ­დე­ლი გა­ზაფხუ­ლია კარ­გი. იქ­ნებ რო­გორ­მე მო­ვა­ხერ­ხო და წა­ვი­დე. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, გია ჩხა­ტა­რაშ­ვილ­მა 1992 წლის ზამ­თარ­ში იქ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სე­რია გა­და­ი­ღო. სხვა­თა შო­რის, არა­ერთ ადა­მი­ანს ვიც­ნობ ისეთს, რო­მე­ლიც ბევრ ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი, სა­ქარ­თ­ვე­ლო კი არ უნა­ხავს. ვერ ვხვდე­ბი, ეს რო­გორ უნ­და მოხ­დეს. თავში რო­გორ უნ­და მო­გი­ვი­დეს, პა­რიზ­ში წახ­ვი­დე და მა­ნამ­დე შა­ტი­ლი არ ნა­ხო, ან ჩვენს მუ­ზე­უმ­ში არ იყო ნამ­ყო­ფი და ლუვ­რი ნა­ხო (ი­ცი­ნის).

- თქვენს რო­მელ ფო­ტოს მი­იჩ­ნევთ ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რად?

- ჩემს ალ­ბომ­ში­ცაა შე­სუ­ლი - ლი­კა ქავ­ჟა­რა­ძე ავ­ტო­მა­ტით ხელ­ში. ეს იყო 1991 წე­ლი, რო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია გახ­ლ­დათ და მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცია მის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­დი­ო­და. სა­მი თვე იყო დარ­ჩე­ნი­ლი იმ უბე­დუ­რე­ბამ­დე, რომ­ლის შე­დე­გა­დაც თბი­ლი­სი და­იწ­ვა... მოკ­ლედ, მა­შინ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მის - "ოქ­როს ობო­ბას" გა­და­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ლი­კა ქავ­ჟა­რა­ძის პერ­სო­ნაჟს წე­სით, ეს ავ­ტო­მა­ტი არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ და­ვა­ჭე­რი­ნეთ და კარ­გი ფო­ტოც გა­მოგ­ვი­ვი­და. მა­შინ გა­ზეთ "ქარ­თულ ფილ­მ­შიც" ვმუ­შა­ობ­დი, რო­მე­ლიც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ოპო­ზი­ცი­ა­ში ედ­გა. სულ იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ინ­ტე­ლი­გენ­ცია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლია და ა.შ. ჩვენ კი ეს ფო­ტო წი­ნა გვერ­დ­ზე დავ­ბეჭ­დეთ და ეს ფრა­ზაც მი­ვა­წე­რეთ. მთე­ლი ამ­ბა­ვი ატყ­და (ი­ცი­ნის), კი­ნო­კო­მი­ტეტ­ში გა­მოგ­ვი­ძა­ხეს. სკან­და­ლი იყო ნამ­დ­ვი­ლად... თუმ­ცა სკან­და­ლის­თ­ვის არ ვი­ღებ. ჩე­მი ორი ცნო­ბი­ლი ფო­ტო იყო, რო­მელ­მაც მარ­თ­ლაც იმოქ­მე­და და რა­ღაც შეც­ვა­ლა - 9 აპ­რი­ლის დრო­ში­ა­ნი ქა­ლი, რო­მელ­მაც ზუს­ტად გა­მო­ხა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბა და გამ­წა­რე­ბა იმ ფაქ­ტი­სად­მი, რაც მოხ­და; მე­ო­რე კი არის სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვის მი­ერ დად­გ­მუ­ლი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ძეგ­ლად იქ­ცა, სა­დაც ამ­ხ­ტა­რი ფა­რა­ჯა­ნო­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. მოკ­ლედ, ეს ორია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც ალ­ბათ ბევ­რი ინატ­რებს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დეს (ი­ცი­ნის).

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია