აღმოსავლეთ საქართველოში 6 იანვრიდან ღამით ყინვები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თბილისში, გასულ ღამით -11 გრადუსი დაფიქსირდა, საგარეჯოში -14; თელავში -12; დედოფლისწყაროში -13; ყვარელსა და სიღნაღში -10; გორში -15; ბაკურიანში -17; აგარაში -12; ახალქალაქში -22. ყველაზე დაბალი ღამის ტემპერატურა წალკაში დაფიქსირდა -25 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში გასულ ღამით შედარებით დაბალი ყინვები დაფიქსირდა. ზუგდიდში -5; ზესტაფონში -4; ქუთაისში -2; ქობულეთში -1 მესტიაში -14; ბათუმში +4.
დღეიდან თბილისსა და კახეთში დღისით დადებითი ტემპერატურა დაფიქსირდება, თუმცა ღამით შედარებით დაბალი ყინვები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. კერძოდ, თბილისში დღეს +2;+3 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ღამით დაბლობში -12;-7; თბილისში -8; მთაში -18; ხოლო მაღალმთაში -25 გრადუსი დაფიქსირდება.
6 იანვარს დღისით თბილისში +4; აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 0;+5; მთაში -1;+4, მაღალმთაში -6;-1; გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს +3;+8 გრადუსი; მთაში დღისით -2;+3, ხოლო მაღალმთაში -4;+1 გრადუსია მოსალოდნელი.
ამასთან, დღეს ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -3;+2; ზოგან -7, მთაში -13;-8, მაღალმთაში -18;-13 გრადუსი იქნება.