რა რისკებსა და შეტევას უნდა ელოდეს ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში

რა რისკებსა და შეტევას უნდა ელოდეს ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში

"ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი ყუ­რადღე­ბა თქვენ­კე­ნაა მო­მარ­თუ­ლი", - ასე მი­მარ­თა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებს პო­ლი­ტი­კი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­და­ბარ­გე­ბულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. "ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" პირ­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ის, რომ მე­დი­ას ტრე­ნინ­გე­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და სხვა ტი­პის გა­დამ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. და­მა­ტე­ბით გა­ვარ­კ­ვევთ, ვის რო­გო­რი ფორ­მით სჭირ­დე­ბა ეს და ვის ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი", - გა­ნაცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ახა­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მომ­ზა­დე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. მი­სი თქმით, "მო­ქა­ლა­ქე", რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის ჩათ­ვ­ლით, 7 თა­ნამ­შ­რო­მელს ით­ვ­ლის, ამ პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, მი­სი ჯან­სა­ღად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის. "მე­დი­ას­თან შე­თან­ხ­მე­ბით, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, და­ვეხ­მა­რე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გრან­ტე­ბით, რა­თა სრულ­ყო­ფი­ლი ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­დეს. დრო­უ­ლად, ობი­ექ­ტუ­რად, ხა­რის­ხი­ა­ნად და, რა თქმა უნ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, თუ რო­გორ უნ­და ავირ­ჩი­ოთ და შემ­დეგ რო­გორ ვა­კონ­ტ­რო­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა".

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე კარ­გი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ტყუ­ი­ან, ამი­ტომ მე­დი­ის ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­სად­გე­ნად "მო­ქა­ლა­ქე" პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ჩა­ა­ტა­რებს კვლე­ვებ­სა და მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და­ე­ვა­ლე­ბათ, თუმ­ცა საზღ­ვარ­გა­რე­თი­და­ნაც მო­იწ­ვე­ვენ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. მან­ვე გა­ნაცხა­და, რომ არ­სე­ბობს იდეა, ფონდ "ქარ­თუს" მეშ­ვე­ო­ბით სიმ­ბო­ლუ­რად, 50 ათას ლა­რამ­დე თან­ხის ოდე­ნო­ბით, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ფი­ნან­ს­დეს. "გა­მო­ვაცხა­დებთ და­ხუ­რულ კონ­კურსს, ან რა­ღაც მსგავსს და მის პი­რო­ბებს გა­ი­გებთ. სა­ჭი­როა, რომ რამ­დე­ნი­მე, არა ბევ­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო და­ფუძ­ნ­დეს შე­და­რე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რობოე­ბის­გან, რა­მე­თუ, რო­გორც იცით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ფი­ნან­ს­დე­ბა და მა­თი შე­მო­სავ­ლე­ბის ძი­რი­თად წყა­როს ეს წარ­მო­ად­გენს... ახალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში კი თა­ვად არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი არ უნ­და იყოს მა­თი მთა­ვა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, აქ მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბა, ხო­ლო ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბის შე­მო­სავ­ლის წყა­რო პრო­ფე­სია და ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა უნ­და იყოს. გვინ­და, რომ ასე­თი ხალ­ხის­გან შე­იქ­მ­ნას რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენს წეს­დე­ბა­ში მო­ცე­მულ მრა­ვალ­მ­ხ­რივ მი­მარ­თუ­ლე­ბებს გა­ნა­ვი­თა­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა, რა­საც ჩვენ ვერ შევ­ძ­ლებთ. მო­მა­ვალ­ში თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სწო­რედ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და და­ი­ცა­ვენ სტან­დარ­ტებს, იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად სწ­რა­ფად გან­ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, ან რა­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ", - გა­ნაცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერ­თი მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა უკ­ვე და­ა­ფუძ­ნა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კა, "რად­გან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხერ­ხე­მა­ლი მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­უ­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქეა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ღირ­სე­უ­ლად არ­ჩი­ნოს ოჯა­ხი".

ის, რომ ას­პა­რეზ­ზე ჩნდე­ბა ახა­ლი და ძლი­ე­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი აქვს და რაც მთა­ვა­რია, აქვს და­ფი­ნან­სე­ბის ძლი­ე­რი წყა­რო, ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ზრდის ის, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლია. თუმ­ცა ისიც უნ­და ვთქვათ, რომ "მო­ქა­ლა­ქეს" სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ფლან­გ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა ელო­დე­ბა.

დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორი ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­ი­ცავს. რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში წას­ვ­ლის თა­ო­ბა­ზე გა­ნაცხა­და, ბევრ მათ­გან­ში გაჩ­ნ­და მო­ლო­დი­ნი, რომ მათ­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი წყა­რო გაჩ­ნ­დე­ბო­და. რო­გორც პირ­ვე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან გა­მოჩ­ნ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს მოქ­მე­დ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბთან არ გეგ­მავს ფი­ნან­სუ­რი კუთხით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა, უკ­ვე მოქ­მედ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მი­ი­ღეს მძლავ­რი კონ­კუ­რენ­ტი "მო­ქა­ლა­ქის" სა­ხით და მი­ი­ღე­ბენ მო­მა­ვალ­ში იმ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის სა­ხით, რო­მელ­თა და­­არ­სე­ბა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ხელს შე­უწყობს. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ამან უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და შე­საძ­ლოა,

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­თი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტად იქ­ც­ნენ ­(ა­მის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი მა­შინ გაჩ­ნ­და, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ივა­ნიშ­ვილ­მა არა­სამ­თავ­რო­ბოს შექ­მ­ნა და­აა­ნონ­სა).

კი­დევ ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ორ­განი­ზა­ცი­ამ უნ­და და­იც­ვან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დის­ტან­ცია და იქ­ც­ნენ მთავ­რო­ბის ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტურ და პი­რუთ­ვ­ნელ კრი­ტი­კო­სე­ბად, რა­საც ელის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბიც ნამ­დ­ვი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე. სხვა­თა შო­რის, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მას ლა­მის კვლავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის როლ­ში მო­უხ­და ყოფ­ნა და პა­სუ­ხის გა­ცე­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კითხ­ვებ­ზე იმ პე­რი­ოდ­ში მომ­ხ­დარ ამ­ბებ­ზეც, რო­დე­საც ის უკ­ვე აღარ იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. საქ­მე ისაა, რომ დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მოხ­ვედ­რა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა ობი­ექ­ტუ­რი "მო­ქა­ლა­ქე" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გეგ­მავს.

ერ­თი სა­კითხიც: რო­დე­საც ჯე­რი ახალ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფუძ­ნე­ბა­ზე, მათ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მმარ­თ­ვე­ლი რგო­ლის შერ­ჩე­ვა­ზე თუ სხვა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მიდ­გე­ბა, ალ­ბათ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, გაჩ­ნ­დეს ეჭ­ვე­ბი და­ფი­ნან­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ივა­ნიშ­ვი­ლის ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტია, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით კითხ­ვე­ბი არ გაჩ­ნ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინგს - ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით "მო­ქა­ლა­ქეს" კითხ­ვე­ბი ექ­ნე­ბა, გა­ააქ­ტი­უ­რე­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­სი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კრი­ტი­კას. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ექ­ს­პერ­ტ­თა ნა­წილ­ზეც, რო­მ­ლე­ბიც ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ წა­სა­ხა­ლი­სე­ბელ­თა სი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან.

ასე­ვე, ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, შე­ტე­ვას პო­ლი­ტი­კუ­რი ფლან­გი­და­ნაც უნ­და ელო­დოს. კერ­ძოდ, ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თ­ნა­ი­რად აკ­რი­ტი­კებს რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ისე სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რ პარ­ტი­ებს. ასე რომ, "მო­ქა­ლა­ქის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი უნ­და ელო­დოს, რომ თი­თო­ე­ულ მის ნა­ბიჯს რბი­ლად რომ ვთქვათ, კრი­ტი­კა მოჰ­ყ­ვე­ბა რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან", ისე სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან.

კი­დევ მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის ჩა­მოთ­ვ­ლა შეგ­ვიძ­ლია, თუმ­ცა მათ­გან უმ­თავ­რე­სი, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბაა. თუ "მო­ქა­ლა­ქე" ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას გა­უმ­კ­ლავ­და, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნამ­დ­ვი­ლად მოხ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო ევო­ლუ­ცია, რაც ქვე­ყა­ნას ნამ­დ­ვი­ლად წა­ად­გე­ბა.

სან­დ­რო თვალ­ჭ­რე­ლი­ძე, ექ­ს­პერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კითხებ­ში: ჩე­მი აზ­რით, პირ­ვე­ლად ქარ­თულ სივ­რ­ცე­ში გა­მოჩ­ნ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გრან­ტებს კი არ იღებს, არა­მედ თვი­თონ გას­ცემს, გარ­კ­ვე­ულ პრო­ექ­ტებს და­ა­ფი­ნან­სებს სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით; ამ თვალ­საზ­რი­სით, ეს არის პირ­ვე­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თებს არა იმას, რა­საც დო­ნო­რი უკ­ვე­თს, არა­მედ იმას, რა­საც თვი­თონ ჩათ­ვ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, სა­ჭი­როდ. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის, ვინც თავს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, ვა­ლია, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მხარ­ში ამო­ვუდ­გეთ.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე­ (ექ­ს­პერ­ტი): წი­ნას­წარ უფ­რო დი­დი მო­ლო­დი­ნი მქონ­და, ვიდ­რე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი იდე­ე­ბი იყო, ამ იდე­ებ­ზე ივა­ნიშ­ვილს ად­რეც უსა­უბ­რია. Aასევე ვე­ლო­დი, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ჯგუ­ფის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გე­ბო­და და არა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რაც მე­ტი პროგ­ნო­ზი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და. გა­მო­იკ­ვე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბი, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მარ­თ­ლაც პრობ­ლე­მუ­რია, მათ შო­რის მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინ­გ­თან, ექ­ს­პერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს. ჩე­მი აზ­რით, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია მე­დია ნაკ­ლე­ბად ყვი­თე­ლი იყოს, შე­უძ­ლია თვი­თონ შექ­მ­ნას გა­ზე­თი თუ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გაზ­რ­დას შე­უწყოს ხე­ლი, ეს ექ­ს­პერ­ტებ­საც ეხე­ბა. თუ ახა­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის გაზ­რ­და სურთ, შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, სტი­პენ­დი­ე­ბის და­ნიშ­ვ­ნაა სა­ჭი­რო ან ეგებ სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის გახ­ს­ნა იგეგ­მე­ბა? Mმიუხედავად ამი­სა, ივა­ნიშ­ვი­ლის შე­მოს­ვ­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ახა­ლი იმ­პულ­სის მიმ­ცე­მი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, გა­უ­ჭირ­დე­ბა აქ ისე­თი­ვე უპი­რო­ბო ლი­დე­რი იყოს, რო­გორც პო­ლი­ტი­კა­ში.

კახა კა­ხიშ­ვი­ლი: კარ­გია, რომ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ე­მა­ტე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს; იქ­ნე­ბა თუ არა "მო­ქა­ლა­ქე" ქმე­დი­თი, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ობი­ექ­ტუ­რად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად შე­ა­ფა­სოს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორ ანა­ლიზს, ხედ­ვას შეს­თა­ვა­ზებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს უნ­და კარ­გი გა­ა­კე­თოს ქვეყ­ნის­თ­ვის, თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სას გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა