"ეპილაცია გაიკეთა მამაკაცმა, რადგან კოსტიუმი ღია იყო და მკერდზე თმა ჰქონდა" - ოპერის დირექტორის პასუხი

"ეპილაცია გაიკეთა მამაკაცმა, რადგან კოსტიუმი ღია იყო და მკერდზე თმა ჰქონდა" - ოპერის დირექტორის პასუხი

ქუთაისის ოპერის დირექტორი ხატია ვედმედევა ოპერის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს. ხატია ვედმედევამ ბიუჯეტის თანხებით სილამაზის სალონში ეპილაციის გაკეთება უარყო. მისი განცხადებით, ეპილაცია არა მან, არამედ სოლისტმა მამაკაცმა გაიკეთა. ვედმედევა ამბობს, ყოფილ თანამშრომლებთან დაპირისპირებას არ აპირებს და უბრალოდ სურს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

"არ ვაპირებ თავის მართლებას, თუმცა უნდა განვმარტო, რომ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება სალონ "ელიზიუმთან", სადაც ნამდვილად მოგვემსახურნენ ეპილაციით, თუმცა ეპილაცია გაიკეთა მამაკაცმა, რადგან კოსტიუმი ღია იყო და მკერდზე თმა ჰქონდა, რაც სპექტაკლისთვის არაესთეტიურია", - განმარტა ხატია ვედმედევამ.

ქუთაისის ოპერის რამდენიმე თანამშრომელმა ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

როგორც ქუთაისის ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა ჯაჯანიძემ განაცხადა, ის ემიჯნება ვედმედევას დანაშაულებრივ საქციელს და თანამდებობას თავისი სურვილით ტოვებს.

ამასთან, თეატრის ყოფილმა არტ-მენეჯერმა გვანცა გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს დოკუმენტები წარმოუდგინა, სადაც ოპერის თეატრს, ქუთაისში მოქმედ სილამაზისა და ესთეტიკის სალონ "ელიზიუმთან" 3-ათასლარიანი გადარიცხვა აქვს გაკეთებული.

როგორც ოპერის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, ხატია ვედმედევა აღნიშნულ სალონში თმის მელირების, პედიკიურისა და მანიკიურის გარდა, ოთხჯერ ლაზერული ეპილაციით ისარგებლა, ბიუჯეტის ხარჯით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია