სპეცოპერაცია ყაზბეგის გამზირზე - უცხო ქვეყნის მოქალაქეს მძევლები ჰყავდა აყვანილი

 სპეცოპერაცია ყაზბეგის გამზირზე - უცხო ქვეყნის მოქალაქეს მძევლები ჰყავდა აყვანილი

თბილისში ყაზბეგის გამზირზე დღეს გამთენიისას დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. სავარაუდოდ დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ამ ქუჩაზე ეროვნებით ჩინელმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში ბიზნესი აქვს, თანამშრომელი მოკლა.

იგი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ლობარდში იყო ჩაკეტილი და, არსებული ინფრომაციით, მძევალი ჰყავდა აყვანილი. ლობარდშივე იყო მოკლულის ცხედარიც. პოლიციის მობილიზაცია სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ მოხდა და სპეცოპერაცია ყაზბეგის გამზირის N17-ში წუხელ დაიწყო.

"ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს და უახლეს ინფორმაციებს რამდენიმე ხანში მოგაწვდით.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/96155-qepilacia-gaiketha-mamakacma-radgan-kostiumi-ghia-iyo-da-mkerdze-thma-hqondaq-operis-direqtoris-pasukhi.html

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ