ყაზბეგის გამზირზე სპეცოპერაციისას დაკავებული საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს

ყაზბეგის გამზირზე სპეცოპერაციისას დაკავებული საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს

ყაზბეგის გამზირზე,  სპეცოპერაციისას დაკავებული ეროვნებით ჩინელი საქართველოს მოქალაქე ლომბარდიდან გამოიყვანეს. დაკავებული სამართალდამცავებს სავარაუდოდ, საპატიმრო დაწესებულებაში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოკლული გენადი ლომიძის ცხედარი შენობიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ეროვნებით ჩინელი საქართველოს მოქალაქე, 1956 წელს დაბადებული, ივანე კ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, შუადღეს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონე 1958 წელს დაბადებულ გენადი ლომიძესთან თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გენადი ლომიძე მძიმე ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).

ნახეთ ვიდეორეპორტაჟი

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ