რასმუსენი - ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად მომწიფებულ დემოკრატიას საქართველოში

რასმუსენი - ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად მომწიფებულ დემოკრატიას საქართველოში

ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად მომწიფებულ დემოკრატიას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს შტაბბინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. "ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად მომწიფებულ დემოკრატიას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საქართველო არის უდიდესი არაწევრი კონტრიბუტორი ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში და ის ასევე მიიღებს მონაწილეობას 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ნატოს საწვრთნელ მისიაში. საქართველომ ასევე განაცხადა, რომ 2015 წლიდან წვლილს შეიტანს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ეს საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და თქვენს გვერდით ვართ შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში, რომ დავეხმაროთ მათ ნატოს სტანდარტების მიღწევაში, რათა ისინი შესაბამისად მომზადებული შეხვდნენ თქვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს", - განაცხადა რასმუსენმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შეფასებით, ახლა პრიორიტეტულია, გაგრძელდეს რეფორმების იმპლემენტაცია ყველა მიმართულებით – თავდაცვის სფეროში, კანონის უზენაესობისა და ადგილობრივი მთავრობის მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა