აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები World Football Cup-ზე ითამაშებენ

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები World Football Cup-ზე ითამაშებენ

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საფეხბურთო ნაკრებები" World Football Cup-ზე მიიღებენ მონაწილეობას. როგორც სპორტული პორტალი sportall.ambebi.ge იუწყება, წლეულს არაოფიციალურ მუნდიალს შვედეთი უმასპინძლებს.

გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ტურნირს CONIFA ატარებს, რომელიც ფიფას არაწევრ "ეროვნულ ნაკრებთა" ორგანიზაციაა.

ჩემპიონატში სულ 12 გუნდი მონაწილეობს და მათ შორის არიან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ნაკრებები".

ტურნირზე, რომელიც ივნისში გაიმართება, ასევე ითამაშებენ: არამეული სირია, ქურთისტანი, ტამილ ილამი, ზანზიბარი, დარფური, ელანი, კვებეკი, მთიანი ყარაბაღი, პადანია, საპმი და აკვიტანია.

ამასთან, როგორც "ლელო" წერს, ეს ტურნირი ფიფა-ს ეგიდით არ ტარდება და, ბუნებრივია, არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია ამ ნაკრებებს ტურნირში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია