Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული, მკითხველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სარფში, სატრანსპორტო გზის ჩამოშლის შესახებ, მცდარი აღმოჩნდა. Ambebi.ge-მ ფოტოს მიღებისთანავე ინფორმაციის გადამოწმება აჭარის რეგიონული ჟურნალისტის მეშვეობით შემთხვევის ადგილზე სცადა. ინფორმაცია, რომელიც მკითხველმა Scoopshot-ის საშუალებით გამოგვიგზავნა, ძველი აღმოჩნდა. ამასთან, Ambebi.ge საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, რუსუდან ხუბულავას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
- როგორც კი დაიდო ეს ინფორმაცია, მაშინვე დავრეკეთ აჭარის წარმომადგენლობასთან და ადგილზე გავიდნენ ჩვენი სამსახურის თანამშრომლები, ახლა მსგავსი არაფერი ხდება. გამოქვეყნებული ფოტო ძველია. ეს არ არის ახალი ფოტო.
- როდინდელი ფოტოა?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, დაახლოებით ოქტომბერში იყო შტორმი. მაშინ იყო ასეთი სიტუაცია. ეს არის ძველი, მაშინდელი ფოტო. ახლა მსგავსი არაფერი ხდება.