სარფში ცენტრალურ მაგისტრალზე მიწის ვაკისი არ ჩამონგრეულა

სარფში ცენტრალურ მაგისტრალზე მიწის ვაკისი არ ჩამონგრეულა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სარფში, საავტომობილო გზის ჩამოშლის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ Ambebi.ge -ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სარფში-თურქეთის საზღვართან ცენტრალური ტრასა ჩამოინგრა, არ შეესაბამება სინამდვილეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და გადაამოწმეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სარფში ცენტრალურ გზაზე მიწის ვაკისის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია.

როგორც Ambebi.ge- ს წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი შეცდომაში მოქალაქემ შეიყვანა. ხოლო ფოტო, რომელიც გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას თან ახლდა, სავარაუდოდ, ინტერნეტიდანაა მოპოვებული და სარფის ტერიტორიაზე არ არის გადაღებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია