პატრიარქის მდივანი "მონასტრის ბარაქის" კარაქზე - მე ხომ არ შევამოწმებდი, ნატურალური იყო თუ არა

პატრიარქის მდივანი "მონასტრის ბარაქის" კარაქზე - მე ხომ არ შევამოწმებდი, ნატურალური იყო თუ არა

მაღაზია "მონასტრის ბარაქაში" შეძენილ კარაქში რძის ცხიმის შემცველობა 0% აღმოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი გამოეხმაურა. მისი განცხადებით,

საპატრიარქოსთვის უცნობი იყო, რომ მაღაზია "მონასტრის ბარაქის" კარაქი ნატურალური არ არის.

"საიდან უნდა გვცოდნოდა ეს ინფორმაცია, წუხელ გავიგეთ. მე ხომ არ შევამოწმებდი კარაქს? პატრიარქის მდივანი შეიძლება იჯდეს და ამოწმებდეს, პროდუქტი ნატურალურია თუ არა? ვინც არის ამაზე პასუხისმგებელი პირი, დღეს შევხვდებით ალბათ, და გაირკვევა რა მოხდა. ყველაფერი, რაც დარეგისტრირებულია საქართველოს საპატრიარქოზე, ეხება საპატრიარქოს, მაგრამ ამ საკითხზე პასუხს ის გასცემს, ვისაც უშუალოდ ეხებოდა. ალბათ, გააკეთებენ განმარტებას", - აღნიშნა პატრიარქის მდივანმა.

მაღაზია "მონასტრის ბარაქა" სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში 2009 წლის 1 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნა. მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების შემოწმების შედეგები,

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა (Momxmarebeli.ge) 5 თებერვალს გაავრცელა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია