დალევა ქართველების კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია - რას წერს In Your Pocket საქართველოზე?

დალევა ქართველების კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია - რას წერს In Your Pocket საქართველოზე?

In Your Pocket პოპულარული ონლაინ გამოცემაა, რომელიც ადამიანებს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს აცნობს.

In Your Pocket ევროპული ქვეყნების ერთგვარი გიდია, ის ტურისტებს საჭირო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში სთავაზობს. საიტზე 31 ქვეყანას შორის საქართველოს რამდენიმე გვერდი ეთმობა; ხოლო ცალკე სვეტი ეთმობა ქალაქებს - ამ კატეგორიაში შესულია ბათუმი. ბათუმზე ინფორმაცია ინგლისურ, რუსულ და პოლონურ ენებზეა ხელმისაწვდომი.

"ქართული კულტურა უნიკალურია. ქართველები საკუთარ კულტურას სერიოზულად ეპყრობიან. ეს ეხება როგორც უფროს, ასევე ახალგაზრდა თაობას. ქართველებს ძალიან მდიდარი ფოლკლორი აქვთ - მათი ცეკვა ლამაზი და ბრწყინვალეა, ხოლო სიმღერა - დიდებული. ლიტერატურას, მხატვრობას, თეატრსა და მუსიკასაც ასევე დიდი და ძლიერი ტრადიცია აქვს. სმა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ალკოჰოლურ სასმელებს შორის ქართველები უპირატესობას ღვინოს ანიჭებენ. აქ ღვინო კულტურულ და რელიგიურ ტრადიციასთან ასოცირდება. ლუდი მეორე ადგილზეა. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ერია. თუ სტუმრად დაგპატიჟეს, დალევისთვის მოემზადეთ - სუფრაზე ღვინოზე უარის თქმა უზრდელობაა. მაგიდასთან აუცილებლად გეყოლებათ თამადა და ეს ყოველთვის კაცი იქნება. არ მოწრუპოთ ღვინო, ქართველები ჭიქას მთლიანად ცლიან. ყოველ ჯერზე სადღეგრძელოს მოისმენთ: ძირითადად სამშობლოს, ოჯახის, დედის, გარდაცვლილი ნათესავების. ვიდრე თამადა სადღეგრძელოს თქმას არ დაასრულებს, ღვინის დალევა არ შეიძლება", - წერია სტატიაში.

საქართველოს გრაფაში თბილისის რამდენიმე უბანსა და ღირშესანიშნაობაზეა საუბარი. ამასთან, ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ტრანსპორტის, კაფე-რესტორნების, სასტუმროებისა და შოპინგის შესახებ.

მომზადებულია In Your Pocket-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია