ქუჩები თბილისში, სადაც დღეს წყალმომარაგებაზე შეზღუდვები იქნება

ქუჩები თბილისში, სადაც დღეს წყალმომარაგებაზე შეზღუდვები იქნება

დიღმის ველზე გამავალი წყლის მაგისტრალური არტერიის ავარიულად დაზიანების გამო თბილისის ზოგიერთი ქუჩა დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცნობეს, 900 მმ-იან II მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან კომპანია გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება: ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიდი დიღმის, "ქოშიგორის", ამერიკის საელჩოს და სასოფლოს დასახლებებს, დიღმის ველზე განლაგებულ საწარმოებს და საცხოვრებელ სახლებს, სოფელი დიღომის ნაწილს და სოფელ ზურგოვანს; დიღმის მასივის I კვარტალის 16-სართულიან კორპუსებს; გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს; საქალაქო სასამართლოს, აგრარულ უნივერსიტეტს, "ფარმაკო ქიმიას" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

ამასთან, წყალს დაბალი წნევით მიიღებს: ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი - თამარაშვილის ქუჩამდე, ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი მიმდებარე ქუჩები.

წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 7 თებერვლის დილის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება სამუშაო რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია