პუტინი შესაძლოა სოჭში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდეს, - ამ სათაურით ავრცელებს რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" ინფორმაციას.
ამავე ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებას შეხვდეს.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არ შედგეს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ ეს არ არის გამორიცხული.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ სოჭში ასევე შეხვდება უკრაინის ხელისუფლებას. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, შედგება თუ არ შეხვედრა კონკრეტულად პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან.
თავდაპირველად "რია ნოვოსტიმ" ინფორმაცია გაავრცელა სათაურით, რომ პუტინი შესაძლოა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შეხვდეს, ხოლო შემდეგ ხელისუფლება სათაურში პრეზიდენტებით შეცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, სოჭში, საქართველოს ოფიციალური დელეგაცია არ ჩავა და გაემგზავრა მხოლოდ ოლიმპიური დელეგაცია.