ფეხბურთელის ნაცვლად სათამაშოდ მწრთვნელი შევიდა - უცნაური შემთხვევა თბილისის "დინამოს" მეტოქესთან დაპირისპირებისას

ფეხბურთელის ნაცვლად სათამაშოდ მწრთვნელი შევიდა - უცნაური შემთხვევა თბილისის "დინამოს" მეტოქესთან დაპირისპირებისას

თურქეთში თბილისის "დინამოსა" და ოდესის "ჩერნომორეცს" შორის ამხანაგური მატჩი ქართველების ინიციატივით დროზე ადრე, 64-ე წუთზე შეწყდა. ამის შესახებ უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ამ დროისთვის "დინამო" მეტოქეს ანგარიშით 1:0-ს ამარცხებდა, გოლის ავტორი ირაკლი ძარიაა.

"დინამოს" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დაიდო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მატჩის 65 წუთზე, როდესაც "დინამოს" მიჰყავდა შეხვედრა ანგარიშით 1:0 მეტოქის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება, მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად მინდორზე გამოვიდა და თამაშში ჩაერთო სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

თბილისის "დინამომ" და მისმა მთავარმა მწვრთნელმა ეს ფაქტი სამართლიანად მიიჩნია ჩვენი კლუბის უპატივცემულობად და ჩვენმა ფეხბურთელებმა დატოვეს მოედანი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზატორები სრულად იზიარებენ თბილისის "დინამოს" პოზიციას".

წყარო: Sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია