ქართველ ინტერნეტვარსკვლავ - სალომე ტეტიაშვილს თავი გაუტეხეს

ქართველ ინტერნეტვარსკვლავ - სალომე ტეტიაშვილს თავი გაუტეხეს

სალომე ტეტიაშვილს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით უამრავმა ადამიანმა გაიცნო, ორი დღის წინ ქუჩაში დანა ესროლეს. შეგახსენებთ, მისი ერთ-ერთი ვიდეო - "ქუჩა-ქუჩა დავდივარ" ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

"ამბები.გე" სალომე ტეტიაშვილს დაუკავშირდა.

- გუშინწინ გადაცემის ჩაწერაზე ვიყავი, იქიდან რომ გამოვედი, ბარში მივდიოდი, ბენდთან მქონდა შეხვედრა-მოლაპარაკება. პავლოვზე, ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც არ ვიცნობდი, ტელეფონის ნომერი მთხოვა. ჩემი უარის შემდეგ მისგან აგრესია წამოვიდა. ჩვენ შორის პატარა შელაპარაკებაც მოხდა და შემდეგ გამიტეხეს თავი.

- როგორ?

- დაკეცილი დანა მესროლა, იდეაში სახისკენ იყო გამიზნული, მაგრამ თავში მომხვდა...

- რა დაზიანება გაქვს?

- მძიმე დაზიანება არ არის, - თავი მაქვს გატეხილი, საბედნიეროდ, ნაკერები არ დამჭირდა.

- პოლიცია ეს ამბავი არ შეატყობინე?

- არა, საქმის კურსში არ ჩამიყენებია, იმიტომ რომ, მაგას დიდი ამბები მოჰყვებოდა...

- შენთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი იყო?

- კი. დაახლოებით 30 წლამდე იქნებოდა.

- მან თუ გიცნო?

- ალბათ მიცნო, სახელით მომმართა.

- ახლა როგორ გრძნობ თავს?

- უკეთ ვარ. 23 თებერვალს გრანდიოზული საღამოა "ივენთ ჰოლში" დაგეგმილი, სადაც უამრავ ვარსკვლავთან ერთად, მეც ვიმღერებ. კარგი კონცერტი იგეგმება.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია