ოქროს საჭის გამარჯვებული: როგორი მანქანაა ახალი რენჯ როვერი?

ოქროს საჭის გამარჯვებული: როგორი მანქანაა ახალი რენჯ როვერი?

შემქმნელების დავალება ასეთი იყო: გააკეთეთ უგზოობის საუკეთესო ავტომობილი. მათ ეს მოახერხეს. ახალი "რენჯ როვერი" საქართველოში ოქროს საჭის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს საჭის გამოკითხვაში მხოლოდ ის მოდელები მონაწილეობდნენ, რომელთა წარმოება 2013 წელს დაიწყო.

SUV-კლასის ავტომობილების კატეგორიაში ხმები ასე გადანაწილდა:

SUV-კლასი

1. Range Rover 44.4 %Auto Bild

2. BMW X5 26.8 %

3. Jeep Cherokee 13.6 %

4. Toyota RAV 4 5.5 %

5. Subaru Forester 3.3 %

6. Mini Paceman 2.8 %

7. Renault Captur 1.3 %

8. Ford Kuga 0.7 %

9. Chevrolet Trax 0.6 %

10. Suzuki SX4 0.5 %

11. Peugeot 2008 0.4 %

12. Ssang Yong Rexton 0.1 %

მიკ კამერონი გაჯგიმული დგას. „ძრავები ჩათვლით ყველაფერი განვაახლეთ. ორიენტაცია ლუქს-სედანებისკენ გვქონდა აღებული,“ - მეუბნება „რენჯ როვერის“ განვითარების მთავარი ინჟინერი.

ახალი Range Rover 5.0 V8 ერთად გავტესტეთ. პირველი, რაც აღმოვაჩინე, ის იყო, რომ მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, სათავადო SUV-ის მეოთხე თაობამ ყველა პლუსი უდანაკარგოდ შეინარჩუნა. მისი დაკიდება არ არის ისეთი ხისტი, რომ მგზავრებს კომფორტი მოაკლოს ისე, როგორც ამას სხვა სპორტული ქროსოვერები აკეთებენ ხოლმე.

ავტომობილს გიგანტური შესაძლებლობები აქვს: 5-ცილინდრიანი კომპრესორის სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა, რითაც ახალი „რენჯი“ სპორტულ ავტომობილებსაც კი შეახარბებს. ვისაც საწვავის მაღალი ხარჯი აფიქრებს, შეუძლია, დიზელის ძრავებზე შეაჩეროს არჩევანი: წარმოდგენილია 4.4-ლიტრიანი V8 დიზელი (339 ცხენის ძალა, საწვავის ხარჯი 8.7 ლიტრი 100 კილომეტრზე) და 3-ლიტრიანი V6 დიზელი 258 ცხენის ძალით (7.5 ლიტრი 100 კილომეტრზე).

ახალი „რენჯის“ სალონი წინამორბედისაზე ტევადი ჩანს. „გვინდოდა, რომ ავტომობილი მხოლოდ შიგნიდან გაზრდილიყო, - მიდასტურებს კამერონი, - ამას ბაზის გაზრდის ხარჯზე მივაღწიეთ.“ ბაზა 2880-დან 2922 მილიმეტრამდე გაიზარდა, რაც პირველ რიგში იმ მგზავრებს გაუხარდებათ, რომლებიც უკან უნდა ჩასხდნენ. მათი მუხლებისთვის ახლა წინამორბედზე 12 სანტიმეტრით მეტი სივრცეა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია