ვანო მაჭავარიანი - საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება არც ერთი ფორმით

ვანო მაჭავარიანი - საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება არც ერთი ფორმით

საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე სპორტული დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ვანო მაჭავარიანმა რუსულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შესაძლოა სოჭში ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

როგორც ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭში არ მიემგზავრებიან. "საქართველო სოჭში წარმოდგენილი იქნება სპორტული დელეგაციით და ოლიმპიური კომიტეტით, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება, პუტინის პრესმდივნის განცხადებებზე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ინფორმაცია სოჭში ვლადიმერ პუტინის და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრის შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, თუმცა ეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სოჭში გამგზავრებასთან დაკავშირებით არ ცვლის.

"ჩვენი პოზიცია ცალსახაა. საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება არც ერთი ფორმით. პრეზიდენტსაც ამ თემაზე ძალიან კონკრეტული პოზიცია აქვს. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპრტსმენებს, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა