"Fuck EU" - ვიქტორია ნულანდის სკანდალური ჩანაწერი

"Fuck EU" - ვიქტორია ნულანდის სკანდალური ჩანაწერი

ინტერნეტით გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ვიქტორია ნულანდი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო ჩანაწერში ისმის ქალბატონის ხმა, რომლის ხმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგლის ვიქტორია ნულანდის ხმას ჰგავს.

სატალეფონო ჩანაწერი Youtube-ზე ხუთშაბათს გავრცელდა. ოთხწუთიან ვიდეოში, გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი და უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მიმდინარეობს, რა დროსაც ვიქტორია ნულანდმა ევროკავშირის მისამართით განაცხადა Fuck EU.

ამასთან, "ბიბისის" ცნობით, აშშ-მა განაცხადა, რომ ვიქტორია ნულანდმა მისთვის მიწერილი სიტყვების გამო მოიბოდიშა.

"ბიბისის" ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებამ არც დაადასტურა და არც უარყო ჩანაწერის აუთენტურობა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯეინ ფსაკის განცხადებით, ჩანაწერი რუსეთის მიერ იქნა გავრცელებული, რადგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ჩანაწერი აღმოაჩინა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია