საქართველოში ღამით ყინვა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, გუშინ ღამით აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ყინვა დაფიქსირდა. კერძოდ, აგარაში -7; გორში -5; თბილისში -3; ბოლნისში -6; მარნეულში -7; საგარეჯოში -9; თელავში -7; დედოფლისწყაროში -8; სიღნაღში -6; ყვარელში -5; ლაგოდეხში -3; გუდაურში -7; ახალქალაქი - 17; ბაკურიანი -17; ქობულეთში -4; ზუგდიდში -4; შოვში -13; საჩხერეში -11; მთასაბუეთზე -10; ხულოში -4.
დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იყოს ნისლი და მცირე თოვლის ნალექი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +3, +4 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსები 8-9 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ღამით ყინვა კიდევ რამდენიმე დღეს შენარჩუნდება. დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -8,-10; მთაში -13; მაღალმთაში -16; თბილისში კი -3, -5 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით -3, +2; მთაში -9; მაღალმთაში -15 გრადუსი ყინვა იქნება.
დღეს დღისით დასავლეთ საქართველოს ბარში +7, +12; მთაში +3, +8; მაღალმთაში -1, +4 გრადუსია მოსალოდნელი.
დღეს დღისით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, +4; მთაში -2; მაღალმთაში -5, 0.