რუსეთმა და აფხაზეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლი გააფორმეს

რუსეთმა და აფხაზეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლი გააფორმეს

მიმდინარე წლის 6 თებერვალს, რუსეთის და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებმა, ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლს მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი, აფხაზეთში, კერძოთ კი გუდაუთაში დისლოცირებული რუსული მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ორივე მხარის ჰაერსაწინააღდეგო საშუალებების ერთიან სისტემაში გაერთიანებას ითვალისწინებს.

რუსეთის თავდაცის უწყების, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანლის, სერგეი კოშელოვის თქმით, "მოცემული ხელშეკრულების გაფორმებით, სამხედრო სფეროში რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის განვითარებისთვის მორიგი ნაბიჯი გადაიდგა". მისივე განმარტებით, დოკუმენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნას ემსახურება. მასშივეა გაწერილი ყველა სარეგლამენტო საკითხი და საბრძოლო მორიგეობის თანმიმდევრობა.

რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან, მიმდინარე წლის 28 იანვარს გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულმა მე-7 სამხედრო ბაზამ ფუნქციონირება რუსეთის და აფხაზეთის მაშინდელი პრეზიდენტების - მედვედევისა და ბაღაფშის მიერ, 2009 წლის 1 თებერვალს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე დაიწყო. ბაზის ფუნქციონირების ხანგრძლივობა 49 წელია. მისი პირადი შემადგენლობა 4 000 სამხედროს ითვლის.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ armstrade.org-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?