ბოსნია-ჰერცოგოვინაში 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ბოსნია-ჰერცოგოვინაში 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ბოსნია-ჰერცოგოვინას სხვადასხვა ქალაქებში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს. სარაევოსა და ტუზლაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

"ბიბისის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქვეყანაში უმუშევრობის მაღალ დონეს აპროტესტებენ. ბოსნიელთა თითქმის 40% სამსახურის გარეშეა.

ტუზლაში საპროტესტო გამოსვლები ადგილობრივი ფაბრიკების დახურვისა და გაყიდვის გამო რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

მსოფლიო მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებზე - "20 000 ადამიანი მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა"