"ბუნ­დო­ვა­ნი" მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა - "ეს სა­რის­კოა"

"ბუნ­დო­ვა­ნი" მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა - "ეს სა­რის­კოა"

პარლამენტში შე­ტა­ნი­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი "სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" არა­ერთ ცვლი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, მათ შო­რის, ფარ­თოვ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას პირს ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი ეთ­ქ­მე­ბა. რას მო­ი­ტანს ეს ცვლი­ლე­ბა, მკაც­რ­დე­ბა თუ მარ­ტივ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა? - ამ სა­კითხ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა" და "ა­ხალ­გაზ­რ­და იურის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გი­გი ჩიხ­ლა­ძე და გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

გი­გი ჩიხ­ლა­ძე: - კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ში კონ­კ­რეტ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, თუ რა შემ­თხ­ვე­ვა­ში ვერ მო­ი­პო­ვებს პი­რი ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ის გზით სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, თა­ვი­სი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბია: ადა­მი­ა­ნის, სა­ხელ­მ­წი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უშიშ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი; ასე­ვე, რო­ცა პი­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნა საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბას სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­თან, ან არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით მი­უ­თი­თებს პი­რის კავ­შირს ქვეყ­ნის უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან, უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­თან, ტე­რო­რის­ტულ ან ექ­ს­ტ­რე­მის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ნარ­კო­ტი­კე­ბის ბრუნ­ვას­თან და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­კარ­გ­ვას, თუ პი­რი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის უნე­ბარ­თ­ვოდ შე­ვა უცხო ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო, პო­ლი­ცი­ის ან უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში - ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას კარ­გავს, მსგავ­სი რე­გუ­ლა­ცია თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს, მაგ­რამ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცვლი­ლე­ბა აწე­სებს გა­მო­ნაკ­ლისს, რაც აქამ­დე არ ყო­ფი­ლა: იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პირს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, მი­სი უცხო ქვეყ­ნის ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში სამ­სა­ხუ­რი არ გახ­დე­ბა მის­თ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შეწყ­ვე­ტის წი­ნა­პი­რო­ბა, ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით, ასეთ პირს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბაც შე­ეძ­ლე­ბა; ასე­ვე, თუ მშობ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თი მა­ინც არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, შვილს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მშობ­ლის მი­ერ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფლო­ბა აუცი­ლე­ბე­ლი აღარ არის.

გიორგი გო­ცი­რი­ძე: - ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პირს, მათ შო­რის სხვა ქვეყ­ნის ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში და­საქ­მე­ბულს, არ ეკ­რ­ძა­ლე­ბა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა თუ სხვა ძა­ლო­ვან სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­ში, რაც, ვფიქ­რობთ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სა­ხი­ფა­თოა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თვის, ეს ჩა­ნა­წე­რი უნ­და გა­უქ­მ­დეს, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხურ­ში მყოფ პირს შე­იძ­ლე­ბა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვ­დე­ბო­დეს ხე­ლი, რაც ქვეყ­ნის­თ­ვის საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რის­თ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარის თქმას, ამ­ჟა­მად უარის მი­ზე­ზი ხში­რად მკა­ფიო არ არის, უნ­და და­ზუს­ტ­დეს, რა­ტომ მი­იჩ­ნევს დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რომ ესა თუ ის მო­ქა­ლა­ქე ქვეყ­ნის­თ­ვის საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ასე­ვე ბუნ­დო­ვა­ნია დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც პირს შე­იძ­ლე­ბა უარი ეთ­ქ­ვას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, თუ ამით სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­ფუჭ­დე­ბა. ჩვე­ნი აზ­რით, ეს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თ­ვე­ლომ არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვ­ლა­ზე უარი უთხ­რას პირს, ვი­საც სხვა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ან; შემ­დ­გომ­ში კი მის­თ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­კითხიც შე­იძ­ლე­ბა წა­მო­იჭ­რას.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია