"მერაბიშვილს უნდა მსოფლიო ფეხზე დააყენოს, რომ მთავარმა პროკურორმა მოიტაცა – რა უქნა მერე, გააუპატიურა?!"

"მერაბიშვილს უნდა მსოფლიო ფეხზე დააყენოს, რომ მთავარმა პროკურორმა მოიტაცა – რა უქნა მერე, გააუპატიურა?!"

სამოქალაქო ორგანიზაცია "მოქალაქის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "მთავარი პროკურორის მიერ კამერიდან ვანო მერაბიშვილს "გატაცების" ბრალდებას აბსურდს უწოდებს.

"რა თქმა უნდა, უნდა მოსთხოვო ხელისუფლებას, არ მინდა დავაკნინო, რასაც კონტროლი ჰქვია, ამისთვის შემოვედი და ნახავენ ამას, მაგრამ ძირითადი თემა, რითაც დღეს საზოგადოებას აწვებიან გარეთ თუ შიგნით არის ის, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა ბრალდებული მერაბიშვილი. ამაზე დიდი აბსურდი წარმოგიდგენიათ, ამ დროს კი მერაბიშვილთან დაკავშირებით არის ეჭვი თავისუფალი მოქალაქის, გირგვლიანის მოტაცებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში წერია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი გამოძიების სწორ მსვლელობას ხელს უშლიდნენ. მერაბიშვილს კი დღეს მთელი მსოფლიო უნდა ფეხზე დააყენოს, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა – რა უქნა მერე, გააუპატიურა, ნამუსი ახადა, თუ რა მოხდა?! რისთვის მოიტაცა?! – მიზანზე არ საუბრობენ, რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმარი მოიტაცოს?! ამაზე დიდი აბსურდი გაგიგია?! აი, ამ ანეკდოტზე დავიდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "შეხვედრები მწერალთა სახლში".

მისივე განმარტებით, ისე ჩანს, თითქოს ევროპას "ნაციონალური მოძრაობა" გვაძალებს, მაშინ, როცა, გასული წლების განმავლობაში ევროპული ფასეულობები ფეხქვეშ იყო გათელილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა