მშობლებს დასჯისას 5 წლის ბავშვი შემოაკვდათ

მშობლებს დასჯისას 5 წლის ბავშვი შემოაკვდათ

ტენესის შტატში მცხოვრები ცოლ-ქმარი 5 წლის ქალიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. როგორც აღმოჩნდა, მათ გოგონა აიძულეს 2 ლიტრი გაზიანი სასმელი დაელია, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ბავშვი ასე იმიტომ დასაჯეს, რომ მშობლებს გაზიანი სასმელი მოპარა. სითხის დიდი რაოდენობა ტვინში გაჟონვის მიზეზი გახდა.

საოლქო პროკურორის ბერკლი ბელის განცხადებით, ბავშვი საავადმყოფოში თავად მშობლებმა მიიყვანეს, თუმცა დაგვიანებით - გოგონა უკვე გალურჯებული იყო და აღარაფერზე რეაგირებდა. მანამდე დედ-მამამ ყურადღება არ მიაქცია ძლიერ ტკივილებსა და პერიოდულ გონების დაკარგვას.

ცოლ-ქმარი ჰოკინსის ოლქის საპატიმროში იმყოფება - თითოეულს გირაოს სახით 500 000 დოლარი შეეფარდა.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია