რა­ტომ ითხო­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სი­რი­ი­დან დევ­ნი­ლი სომ­ხე­ბის ჩა­სახ­ლე­ბას

რა­ტომ ითხო­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სი­რი­ი­დან დევ­ნი­ლი სომ­ხე­ბის ჩა­სახ­ლე­ბას

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სომ­ხე­თის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი არ­მენ აშო­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან იყო ვი­ზი­ტით თბი­ლის­ში, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის­თ­ვის სა­ხე­ლის შეც­ვ­ლი­სა და მი­სი "აღ­მო­სავ­ლეთ სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კად" გარ­დაქ­მ­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, ხო­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია "რუ­სე­თის ჯა­ვახ­კის დი­ას­პო­რა" სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სი­რი­ი­დან ლტოლ­ვი­ლი სომ­ხე­ბის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში დრო­ე­ბით და­სახ­ლე­ბა­სა და მათ დახ­მა­რე­ბას სთხოვს. ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებ­ზე თვალ­საზ­რისს არმენოლოგი, პრო­ფე­სო­რი ბონ­დო არ­ვე­ლა­ძე გა­მო­ხა­ტავს:

- რო­ცა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი არ­მენ აშო­ტი­ა­ნი აღ­მო­სავ­ლეთ სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ზე ლა­პა­რა­კობს, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა­ტომ გახ­და ეს სა­კითხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სწო­რედ ახ­ლა? ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს 1915 წლის მოვ­ლე­ნე­ბის, სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დის 100 წლის­თავს, თან აშო­ტი­ა­ნი ამას ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნად მი­იჩ­ნევს. ლო­გი­კუ­რია, თუ აღ­მო­სავ­ლეთ სომ­ხე­თი არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს და­სავ­ლეთ სომ­ხე­თიც. საქ­მე ისაა, რომ სომ­ხე­თის გავ­ლე­ნი­ა­ნი წრე­ე­ბი და­სავ­ლეთ სომ­ხე­თად, თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ად მი­იჩ­ნე­ვენ დღე­ვან­დე­ლი თურ­ქე­თის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს, მათ შო­რის, ვა­ნის ტბის რე­გი­ონს, ერ­ზ­რუმ­სა და ასე­ვე, ტაო-კლარ­ჯეთ­საც, შავ­შეთს. სო­მეხ მეც­ნი­ე­რებს ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვ­ლო და ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პრე­ტენ­ზია აქვთ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­ზე - იშ­ხან­ზე, ხა­ხულ­ზე, ოშ­კ­ზე და თვი­თონ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც... ახ­ლაც, პრე­ზი­დენტ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, ეს სა­კითხი სომ­ხურ პრე­სა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და და კი­დევ ერ­თხელ და­წე­რეს, მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი სომ­ხუ­რი ძეგ­ლის "ოშ­კ­ლან­ქის" (ა­სე უწო­დე­ბენ ოშკს) მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ისე მი­იყ­ვა­ნეს, თით­ქოს ქარ­თუ­ლი ძეგ­ლიაო...

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცია "რუ­სე­თის ჯა­ვახ­კის დი­ას­პო­რას" მი­მარ­თ­ვას სი­რი­ე­ლი სომ­ხე­ბის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში დრო­ე­ბით ჩა­მო­სახ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­დაც ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მათ­თ­ვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­საც ითხო­ვენ, მა­შინ, რო­ცა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი მი­წა-წყლი­დან დევ­ნი­ლი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ამ­დე­ნი ლტოლ­ვი­ლი ჰყავს, რო­გორ შეძ­ლებს მათ დახ­მა­რე­ბას? რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ძალ­ზე სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხ­ვა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ვი­ზიტს ერე­ვან­ში, რის შემ­დე­გაც მათ ჯა­ვა­ხე­თის კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მია მო­ითხო­ვეს და პირ­და­პირ აცხა­დე­ბენ, - თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო ნა­ტო­ში შე­ვა, ჯა­ვა­ხე­თის სომ­ხე­ბი ამას არ შე­ე­გუ­ე­ბი­ა­ნო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბო­ლო ხანს რუ­სეთ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის მსხვერ­პ­ლი არა­ერ­თი იქ მცხოვ­რე­ბი სო­მე­ხი გახ­და და გა­საკ­ვი­რია, რა­ტომ რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მოძ­მე­ებს არ ექო­მა­გე­ბა და იცავს "ჯა­ვახ­კი"? რო­ცა ჯა­ვა­ხეთ­ში ითხო­ვენ დევ­ნი­ლი სომ­ხე­ბის და­სახ­ლე­ბას, რა­ტომ არ მი­მარ­თა­ვენ ასე­თი­ვე თხოვ­ნით სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას, რომ ისი­ნი ზან­გე­ზურ­ში ან არა­რა­ტის ველ­ზე და­ა­სახ­ლონ, გინ­და დრო­ე­ბით და გინ­და სა­მუ­და­მოდ?! გა­ნა სი­რი­ე­ლი სომ­ხე­ბი ჯა­ვა­ხე­თი­დან წა­ვიდ­ნენ სი­რი­ა­ში? ერ­თი ყუ­რად­სა­ღე­ბი ის­ტო­რი­უ­ლი პა­რა­ლე­ლიც: 1915-18 წლებ­ში, ოს­მა­ლეთ­ში სომ­ხე­ბის გე­ნო­ცი­დი­სას, ასი­ა­თა­სო­ბით სო­მე­ხი ლტოლ­ვი­ლი მო­აწყ­და რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ისე სომ­ხეთს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისი­ნი ძი­რი­თა­დად, ბა­კუ­რი­ა­ნის ტყე­ებ­ში შე­მო­ვიდ­ნენ. ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ას აფა­რებ­დ­ნენ თავს მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხე­თი­დან თურ­ქე­თის არ­მი­ის შე­მო­ტე­ვის გა­მო წა­მო­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას გა­უ­ჭირ­და ამ­დე­ნი ლტოლ­ვი­ლის ერ­თად მი­ღე­ბა და სომ­ხე­თის დაშ­ნა­კურ მთავ­რო­ბას მი­მარ­თა: სო­მე­ხი ლტოლ­ვი­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც მი­ი­ღე­თო, რა­ზე­დაც ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს - ჩვენ არ გვაქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა­ო(?!).

ახ­ლა­ხან ერე­ვან­ში ჩა­ტა­რე­ბულ სრუ­ლი­ად სო­მეხ­თა ფო­რუმ­ზე "ჯა­ვახ­კის" ერთ-ერ­თ­მა ლი­დერ­მა აღას არა­ბი­ან­მა გა­ნაცხა­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად ჯა­ვა­ხე­თის სომ­ხუ­რი სოფ­ლე­ბი იც­ლე­ბა, უნ­და ვუშ­ვე­ლოთ, თო­რემ 20-25 წე­ლი­წად­ში იქ აღა­რა­ვინ დარ­ჩე­ბაო. რა შუ­ა­შია აქ ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა? გა­ნა ამ თუ სხვა რე­გი­ო­ნის ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი არ იც­ლე­ბა რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის, გა­ჭირ­ვე­ბის გა­მო? ეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით დის­კ­რი­მი­ნა­ცია აქ არა­ფერ შუ­ა­შია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია