ამერიკელი კონგრესმენები ნატო-ს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერენ

ამერიკელი კონგრესმენები ნატო-ს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერენ

ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატო-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ და მიესალმებიან აშშ-ს ძალისხმევას, აღნიშნულ სამიტზე პრიორიტეტად აქციოს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა, - ამის შესახებ ნათქვამია 42 კონგრესმენის მიმართვაში.

კონგრესმენები ამერიკის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებენ, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და ნატოსთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ.

"ჩვენ მოვითხოვთ, მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია ჰერცეგოვინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას",-ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

კონგრესმენების აზრით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ შესძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.

"სხვადასხვა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად - რომელიც ხშირად ნატოს ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა - ჩატარდა რეფორმები და განხორციელდა ინიციატივები, რომლებმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას, ანგარიშვალდებული მმართველობის შექმნასა და კანონის უზენაესობას მილიონი ევროპელისთვის. ხოლო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ნატო, როგორც ალიანსი და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასპირანტი ქვეყნების აღნიშნული ჯგუფის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში"-აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები", - ნათქვამია მიმართვაში.

ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, რეგიონის ქვეყნებზე გარე ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელონ.

"შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მიაღწიეს უკვე იმ კრიტიკულ წერტილს, როდესაც აუცილებელია იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფს ნატოს მომავალ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. ვუახლოვდებით რა 2014 წლის ნატოს სამიტს, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით. ჩვენ, ასევე, მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ რეგიონის სხვა ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება და შემდგომში მათი ალიანსში გაწევრიანება", - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

წერილს, რომლის ინიციატორია კონგრესმენი მაიკლ ტერნერი, ხელს აწერს 42 კონგრესმენი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა