"გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, რომლის შემდეგაც ენა უნდა ჩაიგდონ"- "ნაციონალების" ნათესავთა კუთვნილი კომპანიები

"გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, რომლის შემდეგაც ენა უნდა ჩაიგდონ"- "ნაციონალების" ნათესავთა კუთვნილი კომპანიები

გასულ კვირას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნამდვილი კომპრომატების ომი გაიმართა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ნეპოტიზმსა და სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული ფირმის ლობირებაში დაადანაშაულეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიხსენეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კუთვნილი ბიზნესები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავების სახელზე იყო გაფორმებული. რა ბიზნესებს განკარგავდნენ სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, თარგამაძის კლანები და რა მაკომპრომეტირებელ მასალებს წარმოადგენს ამჟამინდელი ხელისუფლება? ამ თემაზე ინფორმაცია ყოფილმა პოლიტპატიმარმა გია სალუქვაძემ მოგვაწოდა:

- ყოფილი პოლიტპატიმრები და მათთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" "ლიდერშიფის" უსინდისობითა და ცინიზმით აღშფოთებული არიან. დღეს პროფესიონალთა უმრავლესობა ისევ უმუშევარია, "ნაცმოძრაობის" წევრების ნათესავები კი ამჟამადაც დასაქმებული არიან სახელმწიფო უწყებებში. მაგალითად, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი არ უარყოფს, რომ მისი ქმარი და სხვა უახლოესი ნათესავები სახელმწიფო უწყებებში დღესაც მუშაობენ. მათი მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის მფარველობით საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა".

ნაციონალებმა" ეს კომპანია ურცხვად დაუკავშირეს პრემიერ-მინისტრსა და მის სიმამრს. ჯერ თქვეს, რომ ამ შპს-ს 51%-იანი წილის მფლობელი შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილის დედა თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც, იმავდროულად, შსს-ს გენინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავია. მას შემდეგ, რაც თამაზაშვილმა განმარტა, რომ თამარ ჯანყარაშვილი მხოლოდ ზვიად ჯანყარაშვილის მოგვარეა და მისი ნათესავი არ არის, "ნაციონალები" გაიძახიან, ეს ქალი თამაზაშვილის ახლო ნათესავი თუ არა, შორეული ხომ მაინც იქნებაო? მოკლედ, ყოფილი ხელისუფლება კვლავაც მგლის როლში გვევლინება, რომელიც კრავს ეუბნება: "მაშ, ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო!"

ისიც გაირკვა, რომ "სერპანტინი" კომუნისტების პერიოდიდან არსებობს და სხვათა შორის, "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგებდა ტენდერებს. ნაცვლად იმისა, ყოფილმა ხელისუფლებამ ბოდიში მოგვიხადოს, რომ ციხეში უკანონოდ ჩაგვყარა და გვაწამა, პასუხად ასეთ ცინიზმს ვიღებთ.…გაიძახიან, რომ თურმე არასამართლიანად მიგვიჩნია პარლამენტმა პოლიტპატიმრებად, მაგრამ იმას აღარ ამბობენ, რომ ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის (ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში), თომას ჰამერბერგის ანგარიშებში პოლიტპატიმრად ვართ მოხსენიებული, თანაც არაერთგზის.…

უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ყველა თაობა" დაფუძნდება, რომლის მიზანი ის იქნება, რომ ხელისუფლების სათავეში არასდროს დაბრუნდეს ეს დანაშაულებრივი რეჟიმი. სწორედ იმ პირებმა, რომლებიც ამ ორგანიზაციის მმართველ ჯგუფში იქნებიან, შეაგროვეს ინფორმაცია ექსჩინოვნიკების ბიზნესებზე, რომლებიც მათი ოჯახის წევრებსა და უახლოეს პირებზეა გაფორმებული. ჩვენ ამ ინფორმაციას პროკურატურას გადავცემთ.…

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა