ალექსანდრე ჭიკაიძე - ავარიების 30-35 პროცენტის მიზეზი მანქანების ტექნიკური გაუმართაობაა

ალექსანდრე ჭიკაიძე - ავარიების 30-35 პროცენტის მიზეზი მანქანების ტექნიკური გაუმართაობაა

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ავტოავარიების 30-35 პროცენტის მიზეზი ავტომანქანების გაუმართაობაა. ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებს ტექდათვალიერების შემოღების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფას ემსახურება.

"ავარიების 30-35 პროცენტის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. ტექდათვალიერება უზრუნველყოფს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო გამართული მანქანებით იმოძრაონ", - განაცხადა ჭიკაიძემ.

მისივე თქმით, ტექდათვალიერების საფასური მსუბუქი ავტომანქანების შემთხვევაში წლიურად არაუმეტეს 48 ლარი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა