სკანდალი აჭარის სამთავრობო უწყებაში - ქალმა თანამშრომელი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა

სკანდალი აჭარის სამთავრობო უწყებაში - ქალმა თანამშრომელი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა

ბათუმის სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლები სკანდალზე ალაპარაკდნენ, რომელიც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში მოხდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელმა ქალმა უფროსს მოხსენებითი ბარათით მიმართა და კოლეგა მამაკაცი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი კორპორატიული წვეულების შემდეგ, იანვრის შუა რიცხვებში მოხდა.

"ამბები.გე" აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს ვახტანგ წულაძეს დაუკავშირდა:

- კორპორატიული საღამო არ ყოფილა. ის, რომ თითქოს რაიმეს ვმალავთ, ტყუილია. როგორც კი შემოვიდა განცხადება, ჩემი რეზოლუციით გადაიგზავნა პროკურატურაში, რათა განცხადება სამართლებრივ ჩარჩოებში მოხვედრილიყო.

- იყო თუ არა გაუპატიურების მცდელობა?

- ვერაფერს ვერ გეტყვით, დოკუმენტაცია გადაგზავნილია პროკურატურაში. როგორც კი წავიკითხე მოხსენებითი ბარათი, ჩავთვალე საჭიროდ, რომ შესაბამის უწყებაში გადამეგზავნა. მოხსენებით ბარათში ქალბატონი ინციდენტის შესახებ ყვებოდა, რაც კონფიდენციალურია და ვერ გაგიმხელთ. ქალბატონი განაგრძობს ჩვენთან მუშაობას, ხოლო მამაკაცმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.

"ამბები.გე" აჭარის პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

"შემოვიდა განცხადება, რომელიც შეისწავლა პროკურატურამ. არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და გამოძიება არ დაწყებულა", - აღნიშნეს პროკურატურის პრესსამსახურში.

ამასთან, ბათუმში საუბრობენ, რომ მამაკაცის ნათესავებმა, რომლებიც აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობენ, ყველაფერი გააკეთეს, რათა გამოძიება არ დაწყებულიყო.

ნინო ხოზრევანიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია