საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის რეპლიკას "სერიოზულად გააანალიზებს"

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის რეპლიკას "სერიოზულად გააანალიზებს"

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

"ქართულ-რუსული ურთიერთობები არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ურთიერთობა, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია. შესაბამისად, ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით, გავივლით კონსულტაციებს და ჩვენს პოზიციასაც ჩამოვაყალიბებთ. თუ არის შესაძლებლობა, რომ რიმე ასეთი ტიპის შეხვედრამ მისცეს პოზიტიური იმპულსი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, თუ არის სერიოზული მზადყოფნა ძალიან პრობლემური თემების განხილვისთვის, ბუნებრივია, არის საფუძველი, რომ ჩვენ ამ თემებზე კოლეგებთან ვიმსჯელოთ, გავიაროთ კონსულტაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლელ კოლეგებთან და ვიფიქროთ ასეთი შეხვედრის თაობაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა