"ზო­გი­ კოქ­ტე­ი­ლი 100 დო­ლა­რი ღირს" - კლუბური გართობა საქართველოში ოთხმაგ ფასად

"ზო­გი­ კოქ­ტე­ი­ლი 100 დო­ლა­რი ღირს" - კლუბური გართობა საქართველოში ოთხმაგ ფასად

რო­გორ ატა­რე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ დროს თბი­ლი­სე­ლე­ბი? სად და რო­გორ ერ­თო­ბი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი და რამ­დე­ნად ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი აქვთ?

ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებ­ში კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია. რით არის ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი და რა პი­რო­ბებს გვა­თა­ვა­ზო­ბენ ისი­ნი? ამ და სხვა კითხ­ვებ­ზე სა­სა­უბ­როდ კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის კარ­გად ნაც­ნობ ლა­შა ქას­რაშ­ვილს, იგი­ვე DJ QASRA-ს მივ­მარ­თეთ:

-  კლუ­ბუ­რი გარ­თო­ბის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი დღე­ე­ბი პა­რას­კე­ვი და შა­ბა­თია, რამ­დე­ნი­მე კლუ­ბი ხუთ­შა­ბათს და კვი­რა­საც მუ­შა­ობს, თუმ­ცა აქ­ტი­ვო­ბა ამ დღე­ებ­ში ნაკ­ლე­ბია. შეს­ვ­ლა თით­ქ­მის ყველ­გან ორი პრინ­ცი­პით ხდე­ბა - ბი­ლე­თე­ბით და უფა­სო მო­საწ­ვე­ვე­ბით, რომ­ლებ­საც კლუ­ბი არი­გებს. ბი­ლე­თე­ბის სა­შუ­ა­ლო ფა­სი 10 ან 20 ლა­რია, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ღა­მის კლუბს აირ­ჩევთ. ასე­ვე, მოქ­მე­დებს fa­ce con­t­rol-ი, რო­მე­ლიც ხში­რად კრი­ტი­კის სა­გა­ნია, რად­გან კლუბ­ში ადა­მი­ა­ნის შეშ­ვე­ბის დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უმე­ტეს­წი­ლად ირ­ღ­ვე­ვა. კლუ­ბებ­ში პრო­დუქ­ცი­ის ფა­სი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია - ჩვე­უ­ლებ­რივ ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით თით­ქ­მის გა­ოთხ­მა­გე­ბუ­ლი, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ალ­კო­ჰო­ლურ სას­მელ­ზეც, ასე­ვე მზად­დე­ბა კოქ­ტე­ი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 100 დო­ლა­რად და მე­ტა­დაც იყი­დე­ბა. ასა­კი ყველ­გან გან­საზღ­ვ­რუ­ლია, მოქ­მე­დებს აგე ცონ­ტ­როლ-ი, 21 წლამ­დე მა­მა­კა­ცე­ბი და 18 წლამ­დე გო­გო­ნე­ბი კლუბ­ში არ და­იშ­ვე­ბი­ან. რა თქმა უნ­და, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც ხდე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ასა­კი დად­გე­ნი­ლი არ არის, მაგ­რამ 45-50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს იშ­ვი­ა­თად თუ შეხ­ვ­დე­ბით. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ღა­მის კლუ­ბებ­ში კარგ გარ­თო­ბას ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კა უზ­რუნ­ველ­ყოფს, თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით DJ-ები იმ­დე­ნად მომ­რავ­ლ­და, რომ მუ­სი­კის ხა­რის­ხი საგ­რ­ძ­ნობ­ლად და­ე­ცა. იმის ნაც­ვ­ლად, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დო­ნე გა­ზარ­დოს, პი­რი­ქით ხდე­ბა. ზო­გი­ერ­თი მზად არის, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად უფა­სოდ და­უკ­რას. ეს ყვე­ლა­ფე­რი კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ხელს აძ­ლევს, რად­გან მა­თი უმე­ტე­სო­ბა მუ­სი­კა­ში სა­ერ­თოდ ვერ ერ­კ­ვე­ვა. ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რეს. მარ­თა­ლია, გარ­თო­ბა ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს სურს სა­ღა­მო კლუ­ბურ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­როს და საკ­მა­რი­სად ისი­ა­მოვ­ნოს, სულ ცო­ტა, 50 ლა­რი დას­ჭირ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ კი - 100. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბი­ლე­თის ფა­სიც, რო­მე­ლიც 10-დან 20 ლა­რამ­დეა. გო­გო­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, რო­გორც წე­სი, ყვე­ლა კლუბ­ში უფა­სოდ და­იშ­ვე­ბი­ან.

ცნობისთვის, ვარ­შა­ვა­ში პრეს­ტი­ჟულ ღა­მის კლუბ­ში შე­სას­ვ­ლე­ლად, ლარ­ზე რომ ვი­ან­გა­რი­შოთ, 7 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ, ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 5 ლა­რი­დან იწყე­ბა. ასე­ვე, კლუ­ბი აწე­სებს დღე­ებს, რო­დე­საც სას­მე­ლი სრუ­ლი­ად უფა­სოა. პა­რიზ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა, რაც შე­იძ­ლე­ბა ღა­მის კლუბ­ში შეს­ვ­ლის­თ­ვის და­ხარ­ჯოთ, 40 ლა­რია. ალ­კო­ჰო­ლის ფა­სი კი 10 ლა­რი­დან იწყე­ბა. კი­ევ­ში, თბი­ლი­სი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კლუბ­ში დას­წ­რე­ბის­თ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი თან­ხის ნა­ხე­ვარს იხ­დი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კი­ევ­ში ღა­მის კლუ­ბებ­ზე მე­ტად სუ­ში ბა­რე­ბი და კა­რა­ო­კე კლუ­ბე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლი.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია