ვინ აჩუქა მერაბ სეფაშვილს ''რენჯ როვერი''

ვინ აჩუქა მერაბ სეფაშვილს ''რენჯ როვერი''

მომღერალი მერაბ სეფაშვილი არც საახალწლო კონცერტზე გვინახავს და ბოლო ხანს არც ჟურნალისტები გაუნებივრებია ინტერვიუებით. როცა დავინტერესდით, რატომ არ ჩანს არსად, შევიტყვეთ, რომ გარკვეული ხნით ბატონი მერაბი საზღვარგარეთ გახლდათ წასული, ისრაელში მეგობრის შვილის ქორწილს დაესწრო და ორიოდ კვირის განმავლობაში იქ არაერთ კორპორატიულ საღამოში მიიღო მონაწილეობა. მერაბ სეფაშვილს ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

- საახალწლო კონცერტზე გამოსვლა ვერ მოვახერხე, თუმცა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე. 31 დეკემბერს მქონდა პრივატკონცერტები და ეს შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ბევრად უფრო მომგებიანი იყო ფინანსურად, ვიდრე ახალი წლის კონცერტზე გამოსვლა. ყველაფერი საბოლოოდ მაინც ფინანსებამდე მიდის ხოლმე. ახალი წლის შემდეგ, ორ იანვარს, მეგობრის შვილის ქორწილზე დასასწრებად გავფრინდი ისრაელში, ჩემი ვიზიტი საქმიანიც გახლდათ, რადგან იქ რამდენიმე კერძო კონცერტი მქონდა. ისრაელის გარდა ევროპის ქვეყნებშიც დავდივარ ხშირად, იმ ქალაქებში, სადაც ქართული დიასპორაა. არის მოთხოვნილება, რომ ჩახვიდე. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმიწვიეს ახლახან, მაგრამ პირადი მიზეზით ვერ გავემგზავრე. თვითმფრინავში დიდი ხნით მომიწევდა ყოფნა და აღარ შემეძლო (იცინის). მანამდე ოთხ-ხუთჯერ ვიყავი ამ ქვეყანაში და ახლა აღარ წავედი.

- ასეთ დროს რა ხერხს მიმართავთ, ალკოჰოლს ეძალებით თუ დამამშვიდებლებს?

- ესეც თავისებური ფობიაა და არ არის ნორმალური. თუ ჯდები თვითმფრინავში, მაშინ ისიც უნდა გაითავისო, რომ არაფერი მოხდება. შენ გარდა ხომ კიდევ ბევრი ადამიანია. ერთ ანეკდოტს მოგიყვებით. ორი ებრაელი ზის თვითმფრინავში და აფრენის მომენტში ერთი გადახედავს მეორეს: მოშე, ხომ არ გეშინიაო. კიო, პასუხობს მოშე. მეორე ეუბნება, რისი გეშინია, ხომ იცი, შუბლზე რაც გაწერია, ის არ აგცდებაო და მოშე პასუხობს, გასაგებია, მაგრამ მე რა ვიცი, პილოტს რა აწერია შუბლზეო.

- ამ ანეკდოტს იხსენებთ ხოლმე, თვითმფრინავში ფეხს რომ შედგამთ?

- (იცინის) ისე ძალიან აღარ მეშინია, როგორც ადრე. დამაწყნარებლებს ვიღებ ხოლმე. ალკოჰოლს აღარ ვსვამ. ამდენი სმა არ არის კარგი.

- ისრაელში იმდენი წელია დადიხართ, ალბათ, ძალიან კარგად გხვდებიან.

- მთავარი მაინც ის იყო, რომ ჩემი მეგობრის შვილი დაქორწინდა. ასე რომ, ცოტა ქეიფიც იყო, სამუშაოს გარდა. როცა ისრაელში ჩავდივარ, იქაური ბენდი არსებობს, რომელიც ხშირად მუშაობს ჩემთან. რაც შეეხება პროგრამას, ძირითადად, უყვართ ჩემი ძველი სიმღერები, რომლებიც კარგად იციან. აქაც ასე არ არის? ზოგი დიდი ხანია წასულია და ის სიმღერები ახსოვს, მაგალითად, ''თეთრი რაში'' ყველას უყვარს. მაქვს რამდენიმე ''შაბათიას'' ტიპის სიმღერაც, რომლებზეც გიჟდებიან. როდესაც ქეიფის სიტუაციაა, ამ სტილის სიმღერებზე მოლხენა ყველას უყვარს. გარდა ამისა, ''გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო'' და მსგავსი სიმღერებიც ძალიან მოსწონთ.

- საქეიფო სიმღერები საქართველოშიც ძალიან პოპულარულია.

- მგონია, რომ ძალიან დიდი დოზითაც. როგორ გითხრათ, ეს რისი ბრალია? ეს გემოვნების საკითხია. მე, მაგალითად, არ ვუსმენ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრს მოსწონს. ალბათ, საქართველოში მუსიკალური კულტურა იმ დონეზე ვერ განვითარდა, რომ უფრო წინ წავიდეთ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ახალგაზრდებში ეს ჟანრი ნაკლებად პოპულარულია. საქეიფო სიმღერას უნდა უსმინო ქეიფის დროს და არა მანქანაში. ისე, ყველას ახალისებს. არ თქვას არავინ, რომ ხუთი-ექვსი ჭიქის შემდეგ დიმპიტაური არ მოსწონს. მაგრამ ამ ჟანრის სერიოზულად აღქმა ღიმილის მომგვრელია, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. მეც მაქვს რეპერტუარში, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მსგავსი სიმღერა.

- სიახლე გაქვთ შემოქმედებაში?

- მე სულ ვმუშაობ. დაწყებული მქონდა ალბომი, უბრალოდ, ვეღარ გავაგრძელე. ვფიქრობ, რა ტიპის ახალი რეპერტუარი უნდა მქონდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"ფარული ვნება“ მალე მეორე სეზონით დაბრუნდება

"საკუთარ შეცდომებზე ვერაფერიც ვერ ვისწავლე"  - მერაბ სეფაშვილი ოჯახზე, პანდემიასა და სინანულზე

"დევიდ, გოლიათები გეძახიან და ფეხსაცმელების დაბრუნებას გთხოვენ" - დევიდ ბეკჰემის გიგანტურმა ფეხსაცმელმა მოდა ახალ საფეხურზე აიყვანა