რუსეთიდან აფხაზეთში შემსვლელი უცხოელებისთვის სავიზო რეჟიმი შემსუბუქდა

რუსეთიდან აფხაზეთში შემსვლელი უცხოელებისთვის სავიზო რეჟიმი შემსუბუქდა

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ სოჭის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, რუსეთიდან აფხაზეთში შემსვლელი უცხოელებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. ამის შესახებ "ბიბისის" რუსული სამსახური იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ვიზების მიღება უცხოეთის მოქალაქეებს პირდაპირ რუსეთის საზღვარზე შეუძლიათ.

"10 თებერვლიდან უცხოელ მოქალაქეებს ვიზების მიღება პირდაპირ საზღვარზე შეუძლიათ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის განყოფილება 09.00 საათიდან 18.00 საათამდე ყოველდღე იმუშავებს", - განაცხადა საკონსულო სამსახურის უფროსმა მარტინ ტაკილმა.

ამასთან, აფხაზეთის ვიზა არ ესაჭიროებათ რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის, ვანუატუს, ვენესუელას, ნაურუს, ნიკარაგუასა და დნესტრისპირეთის მოქალაქეებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?