პირველი მარტიდან "კავკასუს ონლაინი" ინტერნეტ მომსახურებას აძვირებს

პირველი მარტიდან "კავკასუს ონლაინი" ინტერნეტ მომსახურებას აძვირებს

"კავკასუს ონლაინი" პირველი მარტიდან ინტერნეტ მომსახურებას გააძვირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, მომსახურების გაძვირებასთან ერთად გაიზრდება ინტერნეტის სიჩქარეც.

"კავკასუს ონლაინის" მინიმალური პაკეტის ღირებულება, რომლის სიჩქარეც 5 მბ–ით იწყებოდა და 20 ლარი ღირდა, პირველი მარტიდან სიჩქარე გაორმაგდება და 10 მბ ინტერნეტის ფასი - ახალ პაკეტში 25 ლარი იქნება. რაც შეეხება დანარჩენი პაკეტების ფასებს, კომპანიის ინფორმაციით, 30 მბ - 35 ლარი, 50 მბ - 45 ლარი, 100 მბ - 100 ლარი ეღირება.

ცალკე შეიქმნა სპეციალური ტარიფი რეგიონებისათვის 5 მბ - 20 ლარად, რომლითაც მომხმარებლები რუსთავსა და ფოთში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც ისარგებლებენ. თბილისში მომხმარებელი თვითონ აირჩევს რომელი ახალი პაკეტით ისარგებლებს 1 მარტიდან, ხოლო თუ მითითებულ პერიოდამდე, მომხმარებელმა ეს არჩევანი არ გააკეთა, ავტომატურად ჩაერთვება არსებული პაკეტით გათვალისწინებული სიჩქარის შესაბამისი ახალი პაკეტი გაზრდილი სიჩქარით.

პაკეტის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურად სმს შეტყობინების სახით მიიღებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია