ზამ­თ­რის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი და ქარ­თ­ველ­თა მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი

ზამ­თ­რის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი და ქარ­თ­ველ­თა მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი

ზამ­თ­რის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი კარს მოგ­ვად­გა. 7 თე­ბერ­ვალს სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნე­ბა XXII თა­მა­შე­ბი. 80-ზე მე­ტი ქვეყ­ნის ათ­ლე­ტებს შო­რის, სო­ჭის თოვლ-ყი­ნუ­ლი­ან არე­ნებ­ზე ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბიც იას­პა­რე­ზე­ბენ. იასონ აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ნი­ნო წიკ­ლა­უ­რი და ალექ­სი ბე­ნი­ა­ი­ძე სამ­თო მოთხი­ლა­მუ­რე­თა ტრა­სებ­ზე გა­მოვ­ლენ, ხო­ლო ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი ფი­გუ­რულ მო­ცი­გუ­რა­ვე­თა შო­რის შე­ეც­დე­ბა წი­ნა ორ, ტუ­რი­ნი­სა და ვან­კუ­ვე­რის ოლიმ­პი­ა­დებ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს. თუმ­ცა, სი­მარ­თ­ლე ით­ქ­ვას, მათ­გან დიდ წარ­მა­ტე­ბას არა­ვინ ელო­დე­ბა. ლა­მის 6 ათე­უ­ლი წე­ლია, ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და კო­ბა წა­ქა­ძის შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი სკვო-ვე­ლი­სა და იაპო­ნუ­რი სა­პო­როს ტრამ­პ­ლი­ნებ­ზე და­კა­ვე­ბულ მე-9 ად­გილ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი დღემ­დე არა­ვის ჰქო­ნია. ჩვენ უფ­რო ზაფხუ­ლის თა­მა­შე­ბის ხალ­ხი ვართ, სა­დაც 37 მხო­ლოდ ოქ­როს მე­და­ლი გვაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი.

გუ­ლახ­დი­ლე­ბი თუ ვიქ­ნე­ბით, ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­დე­ბის შე­სა­ხებ ჩვენ­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იწე­რე­ბო­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­ცე­მა­ში და ჩვე­ნე­ბურ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მაც ნაკ­ლე­ბად იცი­ან ამ ას­პა­რე­ზო­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ზო­გი რამ გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა ზამ­თ­რის თა­მა­შე­ბის ის­ტო­რი­ი­დან.

ზამ­თ­რის სა­ხე­ო­ბებ­ში პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბი 1908 წელს, ლონ­დო­ნის ზაფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­თა­მაშ­და. ამის გა­მო პირ­ვე­ლი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ზაფხუ­ლის თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბად არი­ან აღი­ა­რე­ბულ­ნი. თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის აღორ­ძი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტორს, ფრანგ ბა­რონს, პი­ერ დე კუ­ბერ­ტენს ოლიმ­პი­ა­დე­ბის პროგ­რა­მა­ში ზამ­თ­რის სა­ხე­ო­ბე­ბის ჩარ­თ­ვა XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში­ვე უნ­დო­და. უფ­რო მე­ტიც: კუ­ბერ­ტენ­მა ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის იდე­აც წა­მო­ა­ყე­ნა, მაგ­რამ მას ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ჰყავ­და, პირ­ველ რიგ­ში - სკან­დი­ნა­ვი­ი­სა და ალ­პე­ბის მთე­ბის მო­საზღ­ვ­რე ქვეყ­ნე­ბი. სკან­დი­ნა­ვი­ე­ლე­ბი ოთხ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ატა­რებ­დ­ნენ "ჩრდი­ლო­ე­თის თა­მა­შებს", რომ­ლებ­შიც ზამ­თ­რის სა­ხე­ო­ბე­ბის ყვე­ლა უძ­ლი­ე­რე­სი სპორ­ტ­ს­მე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამი­ტომ მსგავ­სი ას­პა­რე­ზო­ბე­ბის გა­მარ­თ­ვას სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. ში­შობ­დ­ნენ, რომ ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­დე­ბი "ჩრდი­ლო­ე­თის თა­მა­შე­ბის" პრეს­ტიჟს შე­ლა­ხავ­და. სა­ბო­ლო­ოდ ასეც მოხ­და - 1926 წლი­დან ეს ას­პა­რე­ზო­ბე­ბი აღარ ტარ­დე­ბა. ალ­პე­ბის მთე­ბის მო­საზღ­ვ­რე ქვეყ­ნე­ბიც თა­ვი­ან­თი კუ­რორ­ტე­ბის პრეს­ტიჟ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ. გარ­და ამი­სა, ისი­ნი თავს სამ­თო თხი­ლა­მუ­რე­ბი­სა და ბობ­ს­ლე­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ და არც ამის დათ­მო­ბა სურ­დათ. იყო კი­დევ ერ­თი არ­გუ­მენ­ტი: ზამ­თ­რის სა­ხე­ო­ბებს ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ვე­ბი არ ჰქონ­და - ძველ სა­ბერ­ძნ­ეთ­ში ამ სა­ხე­ო­ბებ­ში შე­ჯიბ­რე­ბე­ბი არ იმარ­თე­ბო­და.

მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის აზ­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ამ ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე არა­თუ ზამ­თ­რის, არა­მედ ზაფხუ­ლის ოლი­მ­პი­ა­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამის გა­მო კუ­ბერ­ტენს დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა, გამ­ჭ­რი­ა­ხო­ბა და თით­ქ­მის ოც­წ­ლი­ა­ნი ბრძო­ლა დას­ჭირ­და მიზ­ნის მის­აღ­წე­ვად. სა­ბო­ლო­ოდ, 1920 წლის ან­ტ­ვერ­პე­ნის ზაფხუ­ლის VII თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­ში ჯერ ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლი და შა­ი­ბი­ა­ნი ჰო­კეი შე­ი­ტა­ნეს, ხო­ლო შემ­დეგ, 1924 წელს, უკ­ვე ზამ­თ­რის I ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი გა­ი­მარ­თა. ოღონდ აქაც ფრანგ ბა­რონს ცო­ტა ეშ­მა­კო­ბა დას­ჭირ­და. სწო­რედ იმ წელს პა­რიზ­ში ზაფხუ­ლის VIII ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბო­და. მა­ნამ­დე კი საფ­რან­გე­თის პა­ტა­რა სო­ფელ შა­მო­ნი­ში გა­ი­მარ­თა ას­პა­რე­ზო­ბე­ბი სა­ხელ­წო­დე­ბით: "პა­რი­ზის VIII ოლიმ­პი­ა­დი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ზამ­თ­რის სპორ­ტის კვი­რე­უ­ლი".

რო­გორც ხე­დავთ, სიტყ­ვა "ო­ლიმ­პი­ა­და" აქ ნახ­სე­ნე­ბი არ არის, თუმ­ცა სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ასე­ვე საკ­მა­ოდ გამ­ჭ­რი­ახ­მა საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა გას­ტონ ვი­დალ­მა აღ­ნიშ­ნა: "ას­პა­რე­ზო­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პატ­რო­ნა­ჟით ტარ­დე­ბა". გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერთ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე ოლიმ­პი­ურ სიმ­ბო­ლი­კა­საც იყე­ნებ­დ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ბობ­ს­ლე­ის­ტ­თა და ტრამ­პ­ლი­ნი­დან მხტო­მელ­თა ას­პა­რე­ზო­ბე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ოლიმ­პი­უ­რი დრო­შა ფრი­ა­ლებ­და. სწო­რედ ეს პა­ტარ-პა­ტა­რა ნი­უ­ან­სე­ბი აღ­მოჩ­ნ­და გა­დამ­წყ­ვე­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მარ­თუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის (სო­კი) სე­სი­ა­ზე, რა­თა შა­მო­ნი­ში გა­მარ­თუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეღი­ა­რე­ბინ­ათ "ზამ­თ­რის I ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბად".

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნელ იყო, უმე­ტეს სა­ხე­ო­ბა­ში სკან­დი­ნა­ვი­ე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს. ფი­ნელ­მა კლას ტუნ­ბერ­გ­მა სუ­ლაც, 3 ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი - ამე­რი­კე­ლი ჩარ­ლი ჯუტ­როუ გახ­და. 16 ქვეყ­ნის 300-მდე მო­ნა­წი­ლეს შო­რის, 13 ქა­ლი იყო. ისი­ნი მხო­ლოდ ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში გა­მო­დი­ოდ­ნენ. მათ შო­რის იყო 12 წლის ნორ­ვე­გი­ე­ლი გო­გო­ნა - სო­ნია ჰე­ნი, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში სამ­გ­ზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და კი­ნო­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი გახ­და. მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი "მზი­უ­რი ვე­ლის სე­რე­ნა­და", რო­მელ­შიც ჰე­ნი მთა­ვარ გმირს თა­მა­შობს, დღე­საც ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში. სხვა­თა შო­რის, მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო სწო­რედ ამ გო­გო­ნას შე­მო­ღე­ბუ­ლია მო­და­ში.

რა თქმა უნ­და, პირ­ველ­მა ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­დამ პი­ერ დე კუ­ბერ­ტე­ნის ყვე­ლა იმე­დი ვერ გა­ა­მარ­თ­ლა. უინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და ჰო­კე­ის­ტ­თა ტურ­ნი­რი. კა­ნა­დე­ლე­ბი სა­კა­ლათ­ბურ­თო ან­გა­რი­შით 30:0, 33:0 ამარ­ცხებ­დ­ნენ მე­ტო­ქე­ებს. თა­მა­შე­ბის მას­პინ­ძ­ლებ­მა, ფრან­გებ­მა მხო­ლოდ ერ­თი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს. ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით კი ოლიმ­პი­ა­დამ სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­და. სა­მა­გი­ე­როდ, პა­ტა­რა ფრან­გულ­მა სო­ფელ­მა შა­მო­ნიმ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი და ზამ­თ­რის სპორ­ტის "გურ­მან­თა" ერთ-ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტ­რი გახ­და. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად აქ 50 ათა­სი ტუ­რის­ტი ჩა­დის, თით­ქ­მის სა­უ­კუ­ნის წინ აშე­ნე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ტრამ­პ­ლი­ნი დღე­საც მწყობ­რ­შია, სოკ-ის ოლიმ­პი­ურ მუ­ზე­უმ­ში კი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია შა­მო­ნის ოლიმ­პი­ა­დის დრო­ინ­დელ სხვა­დას­ხ­ვა სპორ­ტულ ექ­ს­პო­ნატს.

"თოვ­ლი მხო­ლოდ სკან­დი­ნა­ვი­ა­ში რო­დი­ა", - ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა კუ­ბერ­ტენ­მა თა­ვის ოპო­ნენ­ტებს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლიც აღ­მოჩ­ნ­და. 1928 წლის ზამ­თ­რის II ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე შვე­ი­ცა­რი­ის სანქტ-მო­რიც­ში თით­ქ­მის ორ­ჯერ მე­ტი - 500-მდე სპორ­ტ­ს­მე­ნი გა­მო­ვი­და. აშშ-სა და კა­ნა­დის დე­ლე­გა­ცი­ებს ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტი­დან მექ­სი­კი­სა და არ­გენ­ტი­ნის, აზი­ი­დან - იაპო­ნი­ის, ხო­ლო ევ­რო­პი­დან - ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის ათ­ლე­ტე­ბიც შე­უ­ერ­თ­დ­ნენ. თა­მა­შე­ბი თა­ვად შვე­ი­ცა­რი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, ედ­მუნდ შულ­ტერ­ს­მა გახ­ს­ნა, რაც ხაზს უს­ვამ­და ოლიმ­პი­ა­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.

სკან­დი­ნა­ვი­ელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბა კვლავ აშ­კა­რა იყო. 13-დან 9 ოქ­როს მე­და­ლი მათ და­ი­სა­კუთ­რეს. ფი­ნელ­მა კლას ტუნ­ბერ­გ­მა შა­მო­ნის 3 ოქ­როს ჯილ­დოს კი­დევ ორი მი­უ­მა­ტა. სო­ნია ჰე­ნიმ 15 წლი­სა და 316 დღის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ტი­ტუ­ლი და მთე­ლი 70 წე­ლი ზამ­თ­რის თა­მა­შე­ბის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი იყო. მი­სი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იაკობ ტუ­ლინ-ტამ­სი ტრამ­პ­ლი­ნი­დან იმ­დე­ნად შორს, 73 მეტ­რ­ზე გა­დახ­ტა, რომ კი­ნა­ღამ შე­ე­წი­რა ამ რე­კორ­დულ ნახ­ტომს (ტრა­სა არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ასე­თი შო­რე­უ­ლი ნახ­ტო­მი­სათ­ვის). თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­ში პირ­ვე­ლად შე­ი­ტა­ნეს სკე­ლე­ტო­ნი (ცი­გა­ო­ბის სა­ხე­ო­ბა) და ასე­ვე პირ­ვე­ლად, ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი ამე­რი­კე­ლებ­მა ძმებ­მა - ჯე­ნი­სონ და ჯონ ჰი­ტო­ნებ­მა გა­იყ­ვეს. ჰო­კე­ი­ში კვლავ კა­ნა­დე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს.

1932 წლის ზამ­თ­რის III თა­მა­შე­ბი პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე, რის გა­მოც ლე­იკ-პლე­სიდ­ში გა­სამ­გ­ზავ­რებ­ლად ბევრ დე­ლე­გა­ცი­ას არ ეყო თან­ხა. ოლიმ­პი­ა­და ნიუ-იორ­კის შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ფრან­კ­ლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტ­მა გახ­ს­ნა, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო წელს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის სა­ხე­ლით ფი­ცი ამე­რი­კელ­მა ჯონ შიმ და­დო. მან­ვე მო­ი­პო­ვა ორი ოქ­როს მე­და­ლი (სხვა­თა შო­რის, 1980 წელს, რო­დე­საც ზამ­თ­რის თა­მა­შე­ბი კვლავ ლე­იკ-პლეს­დ­ში გა­ი­მარ­თა, ჯონ ში ორ­გ­კო­მი­ტე­ტის წევ­რი იყო; მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მი­სი შვი­ლიშ­ვი­ლიც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და). სო­ნია ჰე­ნის შვი­დი­ვე მსაჯ­მა მი­ა­ნი­ჭა პირ­ვე­ლო­ბა, ხო­ლო ამე­რი­კელ­მა ედი იგენ­მა, რო­მელ­მაც 1920 წელს ან­ტ­ვერ­პე­ნის ზაფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე მოკ­რი­ვე­თა ტურ­ნირ­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა, ამ­ჯე­რად ოქ­რო ბობ­ს­ლე­ის­ტ­თა შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ი­პო­ვა. ედი იგე­ნი დღემ­დე ერ­თა­დერ­თია ამ უნი­კა­ლუ­რი მიღ­წე­ვით - ზაფხუ­ლის და ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­დე­ბის ჩემ­პი­ო­ნო­ბით.

1936 წლის ზამ­თ­რის IV თა­მა­შე­ბი, რო­მე­ლიც ორ ბა­ვა­რი­ულ სო­ფელ­ში - გარ­მიშ­სა და პარ­ტენ­კირ­ხენ­ში ჩა­ტარ­და, ნა­ცის­ტურ­მა გერ­მა­ნი­ამ თა­ვი­სი ქვეყ­ნის იდე­ო­ლო­გი­ის არე­ნად აქ­ცია. ტუ­ა­ლე­ტებ­ზე წარ­წე­რე­ბიც კი გა­მო­აკ­რეს: "ძაღ­ლე­ბი­სა და ებ­რა­ე­ლე­ბი­სათ­ვის შეს­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლია!" ამან სოკ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ან­რი დე ბაიე-ლა­ტურ­ნის აღ­შ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. "რო­ცა სტა­დი­ონ­ზე ოლიმ­პი­უ­რი დრო­შა ფრი­ა­ლებს, ეს გერ­მა­ნია არ არის, ეს ოლიმ­პი­ა­ა", - გა­ნუცხა­და მან ადოლფ ჰიტ­ლერს და აიძუ­ლა, ეს წარ­წე­რე­ბი ჩა­მო­ეხ­ს­ნათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ცნო­ბი­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გერ­მა­ნი­ა­ში არ ჩა­ვი­და, თა­მა­შე­ბი მა­ინც გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მო­ვი­და. მას­ში 28 ქვეყ­ნის 760-მდე ათ­ლე­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ას 150 ათა­სი კა­ცი და­ეს­წ­რო, სულ კი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ბი­ლე­თი გა­ი­ყი­და. ოლიმ­პი­ა­დის მთა­ვა­რი სენ­სა­ცია კა­ნა­დე­ლი ჰო­კე­ის­ტე­ბის მარ­ცხი იყო. პირ­ვე­ლო­ბის­თ­ვის მატ­ჩი მათ 1:2 წა­ა­გეს ბრი­ტა­ნე­ლებ­თან, თუმ­ცა ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ კუნ­ძუ­ლელ­თა გუნ­დის 12 წევ­რი­დან 10 წარ­მო­შო­ბით კა­ნა­დე­ლი იყო.

ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბო­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დ­გომ გა­მარ­თულ ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­შიც. 1952 წლის ოლიმ­პი­ა­და პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და არა რო­მე­ლი­მე ზამ­თ­რის სა­კუ­რორ­ტო სო­ფელ­ში, არა­მედ ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში - ოს­ლო­ში. ნორ­ვე­გი­ე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც თავს სათხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ, ოლიმ­პი­უ­რი ცეცხ­ლი ბერ­ძ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ის ნაც­ვ­ლად, ნორ­ვე­გი­ის პა­ტა­რა სო­ფელ მი­ურ­გე­დალ­ში აან­თეს, ანუ იქ, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი მოთხი­ლა­მუ­რე სონდრ ნორ­დ­ჰა­ი­მი და­ი­ბა­და, მე­რე კი ჩი­რაღ­და­ნი ოს­ლო­ში ჩა­ი­ტა­ნეს. მომ­დევ­ნო ორ ოლიმ­პი­ა­და­ზეც იგი­ვე გან­მე­ორ­და.

საბ­ჭო­თა სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის დე­ბი­უ­ტი ზამ­თ­რის თა­მა­შებ­ში 1956 წელს, იტა­ლი­ურ კორ­ტი­ნა დ"ამ­პე­ცო­ში შედ­გა. მას­პინ­ძ­ლე­ბი ჩი­ნე­ბუ­ლად მო­ემ­ზად­ნენ ამ ას­პა­რე­ზო­ბის­თ­ვის. სპე­ცი­ა­ლუ­რად ოლიმ­პი­ა­დის­თ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი ოთხი­ა­რუ­სი­ა­ნი სტა­დი­ო­ნი და ტრამ­პ­ლი­ნი ამ დრო­ი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო იყო მსოფ­ლი­ო­ში. 32 ქვეყ­ნის 900-ზე მე­ტი სპორ­ტ­ს­მე­ნის პა­ექ­რო­ბას პირ­ვე­ლად გა­დას­ცემ­დ­ნენ ტე­ლე­ვი­ზი­ით. ყვე­ლა­ზე მე­ტი - 7 ოქ­როს, 3 ვერ­ცხ­ლი­სა და 6 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გუნ­დ­მა მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა თა­მა­შე­ბის გმი­რად ავ­ს­ტ­რი­ე­ლი სამ­თო მოთხი­ლა­მუ­რე, ტო­ნი ზა­ლე­რი აღი­ა­რეს, რო­მელ­მაც სა­მი­ვე დის­ციპ­ლი­ნა­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა. ჰო­კე­ის­ტ­თა ტურ­ნი­რის გა­დამ­წყ­ვეტ შეხ­ვედ­რა­ში საბ­ჭო­თა ნაკ­რებ­მა 2:0 და­ა­მარ­ცხა კა­ნა­დის გუნ­დი და პირ­ვე­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა კა­პი­ტა­ნი - ვსე­ვო­ლოდ ბობ­რო­ვი 1952 წლის ჰელ­სინ­კის ზაფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე საბ­ჭო­თა ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნიც იყო. ესეც უნი­კა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვაა.

ტრამ­პ­ლი­ნი­დან ხტო­მა­ში ფი­ნე­ლებ­მა ყვე­ლას აჯო­ბეს ახა­ლი აერო­დი­ნა­მი­კუ­რი სტი­ლის წყა­ლო­ბით: წინ გაშ­ვე­რი­ლი ხე­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, ისი­ნი გვერ­დებ­ზე მიტყუ­პე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით ხტე­ბოდ­ნენ. ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე ზამ­თ­რის თა­მა­შებ­ში ქარ­თ­ველ­თა დე­ბი­უ­ტიც შედ­გა. კო­ბა წა­ქა­ძემ 30-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. შემ­დ­გომ­ში მან კი­დევ სამ ოლიმ­პია­და­ზე იას­პა­რე­ზა და, რო­გორც ვთქვით, ორ­ჯერ გა­ვი­და მე-9 ად­გილ­ზე. ეს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია ჩვე­ნი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის­თ­ვის.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­ბი­უ­ტი ზამ­თ­რის თა­მა­შებ­ში 1994 წელს ნორ­ვე­გი­ა­ში, ლი­ლე­ჰა­მერ­ში შედ­გა. პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ ჩა­ტარ­და ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­და არა­ო­ლიმ­პი­ურ წელს. ამით სოკ-ს სურ­და, კი­დევ უფ­რო მე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა ზამ­თ­რის თა­მა­შე­ბის­თ­ვის. XVII ოლიმ­პი­ა­და ნორ­ვე­გი­ის მე­ფემ და სა­მი ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლემ ჰა­რალდ V-მ გახ­ს­ნა. ამ თა­მა­შებ­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 14 ქვე­ყა­ნა და მათ შო­რის იყო 5 ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი: კა­ხა ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი (მედ­რო­შე), ზუ­რაბ ჯი­ჯიშ­ვი­ლი, კა­ხა წა­ქა­ძე, ლე­ვან თი­ბი­ლო­ვი და ლე­ვან აბ­რა­მიშ­ვი­ლი. ამ ხუ­თე­უ­ლი­დან სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს - მე-17 ად­გილს ცი­გა­ო­ბა­ში ვახ­ტან­გიშ­ვილ­მა და თი­ბი­ლოვ­მა მი­აღ­წი­ეს.

ეს შე­დე­გი ოთხი წლის შემ­დეგ იაპო­ნი­ის ნა­გა­ნო­ში ჯი­ჯიშ­ვილ­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. სამ­თო კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში მან მე-14 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. 2008 წელს კი, იტა­ლი­ა­ში, ტუ­რი­ნის XX ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო­თა ათე­ულ­ში შე­ვი­და.

დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი ოლიმ­პი­ე­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლე­ბი - ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი და იასონ აბ­რა­მიშ­ვი­ლი არი­ან. ეს მათ­თ­ვის მე­სა­მე თა­მა­შე­ბია. ნი­ნო წიკ­ლა­უ­რი კა­ნა­დის ვან­კუ­ვე­რის თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლეა, ხო­ლო ალექ­სი ბე­ნი­ა­ნი­ძი­სათ­ვის მო­მა­ვა­ლი ოლიმ­პი­ა­და სა­დე­ბი­უ­ტო იქ­ნე­ბა.

რო­გორც სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი თა­მა­შე­ბი, რომ­ლის­თ­ვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად აიგო 11 ახა­ლი სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტი. მას­პინ­ძ­ლე­ბი 80-ზე მე­ტი ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ა­სა და 6 ათა­სამ­დე მათ წევრს ელი­ან. 17 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მედ­ლე­ბის 98 კომ­პ­ლექ­ტი გა­თა­მაშ­დე­ბა. რო­გორც ვთქვით, სო­ჭის XXII ზამ­თ­რის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 7 თე­ბერ­ვალს და­იწყე­ბა და 23 თე­ბერ­ვ­ლამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

გოგი ფრანგიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია