ქეცბაიას ხელფასი 30%-ით შეუმცირდა

ქეცბაიას ხელფასი 30%-ით შეუმცირდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ხელფასი 30%-ით შეუმცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელფასის შემცირება ქეცბაიასთან შეთანხმებით მოხდა. "არავის ეგონოს, ჩვენ ხელფასი იმიტომ შევამცირეთ, რომ სახელმწიფოს ნაცვლად ჩვენ ვიხდით მის ხელფასს. მართლა გასაჭირია და ამან განაპირობა", - აღნიშნა სიჭინავამ.

ამასთან, როგროც სიჭინავამ აღნიშნა, ქეცბაიასთვის ხელფასის გადახდა სამ ეტაპად მოხდება.

"25 იანვრამდე იყო ლაპარაკი ქეცბაიას ხელფასზე. მისთვის ხელფასის გადახდა არაფრის ხარჯზე არ გვიწვეს. ჩვენ, როგორც ნორმალური ორგანიზაცია ვგეგმავთ ჩვენ სახელფასო ფონდს წლის ბოლოსთვის. სულ იყო ლაპარაკი მის ხელფასზე და მოვითხოვეთ, რომ ამის გადაწყვეტის საშუალება შიგნით მოგვცემოდა. შესაბამისად, ქეცბაიასთან ჩვენ ვილაპარაკეთ და გაგადაწყდა, რომ ხელფასი 30%-ით შეუმცირდება. ასევე, მისთვის ხელფასის გადახდა სამი ეტაპად მოხდება 2014 წელს, რადგან ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყოველთვიურად ვუხადოთ ხელფასი. ჩვენ ამ წლის ბოლო ხელფასის ბოლო ნაწილს 2014 წლის დეკემბერში ჩავურიცხავთ", - აღნიშნა სიჭინავამ.

ამასთან, ქეცბაიას აქამდე ხელფასს უხდიდა სპორტისა და ახალაგზრდულ საქემთა სამინისტრო. ქეცბაიასა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წლიური ხელფასი 2 მილიონ 520 ათასს შეადგენდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია