თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შესაძლოა, გენინსპექცია შევიდეს

თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შესაძლოა, გენინსპექცია შევიდეს

თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნინო ბისეიშვილის განცხადებით, 7 თებერვალს სხდომა აშკარა კანონდარღვევით ჩატარდა, რის გამოც პედაგოგთა ნაწილმა რეაგირებისთვის განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით უკვე მიმართა.

"მრავალი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, ბატონი ზაზა გრიგალაშვილი, ხელს არ უწყობს სკოლაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, უფრო მეტიც, იგი ხელს უშლის პედაგოგის, როგორც საჯარო სკოლის კოლექტივისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ჩამოყალიბებას. მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 7 თებერვალს მოწვეულ იქნა საბჭოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის არჩევნები იგეგმებოდა. სხდომის პროცესი წარიმართა სკოლისთვის სრულიად შეუფერებელ გარემოში", - ნათქვამია პედაგოგების მიერ განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურისადმი მიწერილ წერილში.

პედაგოგების განცხადების თანახმად, სხდომაზე 5 პუნქტი დაირღვა, რაც მათივე განმარტებით, შედეგების გაუქმებისა და ახალი სხდომის ჩატარების საფუძველს იძლევა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ ფაქტის მოსაკვლევად უახლოეს დღეებში სკოლაში სამინისტროს გენინსპექცია შევა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ