"მერაბიშვილი და ახალაია ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის პოლიტიკოსები არიან"

"მერაბიშვილი და ახალაია ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის პოლიტიკოსები არიან"

"კვირის პალიტრა" ყოფილ ექსპერტსა და ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრო ბარნოვს ესაუბრა:

- სანამ პოლიტიკაში წახვიდოდით, ექსპერტი იყავით და ხშირად კარგ ანალიზსაც აკეთებდით. რატომ გადაწყვიტეთ პრეზიდენტთან მუშაობის დაწყება?

- სააკაშვილის პოლიტიკას დიდხანს ვაკვირდებოდი და მქონდა მკაფიო განცდა, რომ გუნდის შეცდომების მიუხედავად, ქვეყანა სწორი გზით ვითარდებოდა (ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც მხოლოდ ხელისუფლება კი არ შეიცვალა, არამედ საფრთხე შეექმნა იმ გეზს, რომელსაც ქვეყანა მტკიცედ დაადგა). ამიტომ, როდესაც პრეზიდენტმა შემომთავაზა, შიდა ქართლის გუბერნატორად მემუშავა, მაშინვე დავთანხმდი. ვფიქრობ, შიდა ქართლის გუბერნატორად და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობისას ნამდვილად შევუწყვე ხელი იმას, რომ საზოგადოების ის ნაწილი გამოცოცხლებულიყო, რომელიც ეწინააღმდეგება პრორუსულ კურსს და ორიენტირებულია პროგრესზე.

- კომპრომატების გამო ბევრი იძულებული გახდა, "ნაციონალებს" დაახლოებოდა. თქვენიც უკვირდათ, რა გახდა ამ კაცის უეცარი ფერისცვალების მიზეზი?

- არასოდეს გამიგია, ვინმეს ჩემზე ეთქვას, რომ კომპრომატების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- პოლიტიკოსების უმრავლესობაზე არსებობს ფარულად ჩაწერილი ფირები და ა.შ.

- ამ მხრივ ნამდვილად მშვიდად ვარ. ჩემზე საინტერესო ვერაფერი ექნებათ, ალბათ, არც აქვთ... ეს დიდად არ მაინტერესებს...

- თქვენ ამბობდით, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ორიენტაციისაა და ქვეყანას რუსეთს ჩააბარებენ. დღესაც იმავეს ფიქრობთ?

- ცხადია. ხელისუფლებაში არიან აშკარად ან შეფარულად პრორუსული ორიენტაციის პირები. არიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება გულში არ ეთანხმებოდნენ ამ კურსს, თუმცა ლაჩრობისა და უპრინციპობის გამო ხმას ვერ იღებენ. არის არაკომპეტენტურობის ძალიან დიდი პრობლემაც, რაც იმას ემსახურება, რომ ქვეყანა კარგავს პოზიციებს, მეგობრებს და გვაკლდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალა, რითაც მომავალში რუსეთის ზეწოლას უნდა გავუძლოთ.

- რით ჩანს, რომ ხელისუფლება პრორუსულია?

- შემიძლია გაგახსენოთ ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც განაცხადა, უკრაინის ბედის გადაწყვეტაში რუსეთი უნდა მონაწილეობდესო. ამის მთქმელი საქართველოს ბედსაც რუსეთს გადააწყვეტინებს. გაგახსენებთ ივანიშვილის განცხადებასაც, სადაც ევრაზიულ კავშირში შესვლას შესაძლო ვარიანტად განიხილავდა. რაც შეეხება მეგობრების დაკარგვას, გაიხსენეთ ბოლო მოვლენები. მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა გამოუცხადა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას და საქართველოზე ხმას აღარავინ ძრავს. ეს პირდაპირი შედეგია არა მარტო ჩვენი საგარეო უწყების, არამედ მთლიანად მთავრობის უნიათობისა და უვიცობის, უპრინციპობისა და ლაჩრული პოლიტიკისა.

- ხელისუფლება დაძაბულობის გარეშე ცდილობს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენას და მათი ლაჩრებად გამოცხადება გადაჭარბებული შეფასება ხომ არ არის?

- დაძაბულობის გარეშე სიტუაციის მოგვარებას კი არ ცდილობს, წყვეტს წინააღმდეგობას რუსეთთან და საშუალებას აძლევს აგრესორს, აკეთოს ის, რაც სურს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მშვიდობა მხოლოდ ის არის, როცა არ ისვრიან, კატეგორიულად არ დავეთანხმები. შეგვიძლია ნებაყოფლობით გავაუქმოთ სახელმწიფოებრიობა და შევუერთდეთ რუსეთს, ამ შემთხვევაში ომი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ ჩვენ გვინდა დავრჩეთ სახელმწიფოდ და ამიტომაც გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლებსაც დაცვა სჭირდება. პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, თავდაცვა დანაშაულიაო, პირდაპირ ემსახურებიან რუსეთს. ეს კი ღალატია. ასეთები ძალიან ცუდად დაამთავრებენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა